ქართველების ბენეფისი "გენტში" - რომასთან" მატჩშიც მათ კარგ ასპარეზობას ველით [VIDEO]

AutoSharing Option
ნავსი გატყდა - ვნახეთ ის, რასაც ველოდით

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "სენტ ტრუიდენი" და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა, როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და არც უნანია.

მე-10 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა.

მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.


26-ე წუთზე
ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.


მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.

"გენტი" 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სტანდარდს" 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" შეხვდება; იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩაკვეს თამაშს ვუყურე და გული დამწყდა რომ ვერ გაიტანა მითუმეტეს ქონდა შანსი მარა მთიანობაში იმ კარგი თამაში ჩაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა იმის გათვალისწინებით რომ ამდენი ხანი ტრანვა ქონდა და ეს მისი პირველი 90 წუთი იყო და პირველად დააყენა მწვრთნელმა ძირითადში ნორმალური შედეგია კიდე რამდენიმე თამაში ძირითადში და ჩაკვე აღიდგენს ფორმას 100% ით ამ თამაში თითქმის 100 დან 90% ყველა დრიბლინგი კარგი ქონდა 100 დან 90 % ყველა პასი ზუსტი იყოო ამ ბიჭმა იცის როდის უნდა მისცეს პასი როდის უნდა წავიდეს მოტყუებაზე როგორ უნდა გაიხსნას ერთ მომენტში ქვილითაია ერთი ერთზე გაიყვანა მარა სამწუხაროდ გიომ ვერ გაიტანა ჩაკვე ძალიან მაგარი ბიჭია უბრალოდ ბოლოს დაღლა დაეტყო გიოს სჭირდება მეტი დრო და ყველაფერი გამოუვა წარმატებები ორივე გიორგის ძალიან სასიხარულოა რომ ქვილითაიამ გაიტანა ეს უფრო მეტ სტიმულს მისცემს.
გიორგი
24 თებერვალი 2020 03:12
1
წინა კომენტარი დამიბლოკეტ არაფერს ისეთს არ ვწერ ნუ მბლოკავთ
tbiliskii
24 თებერვალი 2020 02:41
1
სალუქვაძე სადაა ჩაურთონ აყურებინონ ეს ტამაში
tbiliskii
24 თებერვალი 2020 02:40
12
ნელ-ნელა იგრძნობს თავდაჯერება ჩაკვეც და ქვილითაიაც იმედია, ბენეფისი კი ცოტა ძაან ზედმეტია, ხალხო უჩნდებათ განცდა რომ ეს ბენეფისები ლიმიტის, ამაზე ათასჯერ უკეთესად უნდა ითამაშოს ორივემ და გაუშვით რა... რა ბენეფისი არა თევზი, მე რო მიხარია ისე უხაროდეს ყველას, მარა ესე გადამეტებით შეფასება მრცხვენია იმათ ნაცვლად...
რა მაფიაა?
24 თებერვალი 2020 02:22
0
ვნახე თამაში, სადაა პროფესორი სალუქვაძე? მაგან,ტოტალიზატორმა და მისნაირმა თაღლითებმა დააქცია ქართული ფეხბურთი, მაგათ არ აწყობთ ახალგაზრდა, წარმატებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული თაობა ნაკრებში, რადგან თავიანთი შავი საქმეებისთვის დაგეშილი ძველი თაობა ურჩევნიათ, ნაკრებისთვის ამზადებს თურმე ქეცბაია ბიჭებს. ვის უნდა ეგენი? არშემდგარი ხალხი, მაგათ თავმოყვარე მწვრთნელი და ფედერაცია საერთოდ არ გააკარებდა ნაკრებს. ნახე ლაშიკო გენტის თამაში? ხომ ვთქვი ჩემპიონატში მისცემენ დროსთქო, მისცეს, რატომ? რომასთვის მზად რომ იყვნენ. აი ნახავთ თუ ჩაკვე რომასთან არ გაიბრწყინებს. ისე ქვილომ 2-3 ბურთი დამაზა, სათამაშო პრაქტიკა მეტი რომ ქონდეს, კაი ბიჭია, მაგის იმედი სანაკრებოდ მაქვს. ჩაკვე კიდე დღითი-დრე უმატებს, კარგად ხედავს მინდორს, ფლობს ბურთს, ანაწილებს თამაშს, დირიჟორია, ბოლოსკენ დაღლა დაეტყოთ, ცოტა. ქვილომ ერთ წელიწადში ორჯერ მოიტეხა ფეხი, მეტი რა ქნას? რომ ამბობთ გუნდი შეიცვალოსო, უკეთესში გადავა? გაუჭირდება, აქ ჩაჯდეს ძირითადში და ჩაჯდება კიდეც. ჩაკვეს კი წინ ვერაფერი დაუდგება, თან ისე თამაშობს, ტრამვა კი არა ფეხიც არ გადაბრუნებია, პროფესიანულად, მოძრაობაზე ეტყობა კლასი. დევიდი ვირია, ეს კლასიკა. კოსტანაიო კაცო. რამხელა ბოროტი უნდა იყო, რო ჩაკვეზე ასე იტყვი.ხარაც ფორმაშია, ლობჟანიძეც, ისე დღეს არ წაუვიდა თამასი და შეცვალეს.კვარაცხელია და დავითაშვილიც ფორმაშია, აბურჯანიამ მეორე სრული თამაში ჩაატარა,ებრალიძე ძირითადშია, პარუნასვილიც, ტაბიძე დაგვემატა, კვირკველია იმდენ შეცდომას უშვებს, მაგის გაგონებაც არ მინდა, მაკარიძე თამაშობს, რა ქნას დაცვა არ უვარგა, კიტეიშვილის და დვალის ამბავი მაწუხებს ძალიან, რატომ არაფერს წერენ? არც კაკაბაძეზეა ინფორმაცია., არც არაბიძეზე. არა მარტისთვის გუნდი ნამდვილად გვეყოლება, თუ რა თქმა უნდა ზემოთ ჩემს მიერ ნახსენები სიშავბნელე არ გაერია საქმეში, მარა ამ ჯერზე არა მგონია რაიმე გაბედონ, რადგან სასწორზეა როგორც ნაკრების ასევე ფედერაციის და მთლიანად არჩევნების ბედიც. ასე რომ დააყენებენ სასტავს დამსახურებიტ მე მგონი. წარმატებები ბიჭებო და პირიქით სალუქვაძეებო
vaso
24 თებერვალი 2020 01:54
15
ყოჩაღ ბიჭებო
ლაშა
24 თებერვალი 2020 01:12
0
გამიჩნდა იმედიი!! ესენი თუ ჩაჯდნენ სასტავში რეგულარულად ევროპაზე გავალთ!!
შოთა
24 თებერვალი 2020 01:04
0
მოლკლეთ ჩაკვე დირიჟორობდა თამაშს.
ჯიმა
24 თებერვალი 2020 00:57
3
ქვილითაიამ კი გაიტანა მაგრამ დანარჩენი ძალიან პასიური იყო. შენელებული კადრივითაა.
ჩაკვეტაძე კიდე ქართულად თამაშობდა, ათრევდა ბურთს და გამუდმებით კარგავდა
გიორგი
24 თებერვალი 2020 00:55
33
რომასთან სეზის თამაში უნდა დადოს ჩაკვემ. წარმატებები ბიწებო. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია!
ugandas prezidenti
24 თებერვალი 2020 00:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული