ვაკო ყაზაიშვილმა გოლების სეზონი გახსნა - გურამ კაშიამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტის დილით ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე მატჩი გამართა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და საკუთარ მოედანზე "მინესოტა იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:5.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყაზაიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ვაკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, წინა მატჩისაგან განსხვავაებით ალმეიდამ გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა: ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანის შანსებიც კიდევ ჰქონდა.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ წაუვიდა თამაში საქართველოს
ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას. "მინესოტას" მიერ გატანილი 3 გოლი გურამის სინდისზეა. გურამმა სტანდარტული სიტუაციებისას ვერაფერი მოუხერხა სტუმრების ტანმაღალ მცველ ოპარას, რომელმაც, სხვათა შორის, კაშიას მოედნიდან გასვლის შემდეგაც გაიტანა გოლი.

"სან ხოსეს" განვლილი 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 27 /
ახლა ნაკრებში რაიმეს შეცვლას აზრი არ აქვს. ბიჭების მეტი რა გვყავდა, რომლებსაც პრაქტიკა აქვს და გვყავს კიდეც ,ყველა პოზიციაზე, ახალი სახეებიც, მაგრამ ეგენი კაი ხნის წინ უნდა მოეწვია და როცა შესარჩევი დაიწყო, აი მაშინ უნდა დაეკომპლექტებია ახალი გუნდი, ვერ შეძლო, ან რაც უთხრეს და ვინც უთხრეს, ის გამოიძახა. კაშიაც და ოქრიც, კანკავაც, კვირკვეც, ლორიაც, ანუ ძველი გვარდია რა, ამ თამაშებს ითამაშებენ და თავსაც დადებენ, გავალთ სავარაუდოდ, ან ვერ გავალთ და მერე ღირსეულად გააცილებენ, აი ხომ გავიყვანეთ ნაკრები ევროპაზეო და მეტი აღარც აინტერესებთ. ესაა ჩვენი უბედურება. შე კაცო დრო გაქვს, ბიჭები გყავს, მოიყვანე რა, გააკეთე ახალგაზრდული გუნდი, შექმენი კონკურენცია, მონახაზი, საშინაო დავალება, რა ეტყობა ამათ მწვრთნელის ხელი? აღარც ღირს წერა. არ ვიცი 50 ნა 50, რომ იტყვიან, მხოლოდ სტადიონის უპირატესობა გვაქ და სტადიონი გაიჭედება და ცუდად მაქვს დაცდილი ასეთი სტადიონი. გუნდს ჯერ გადამწყვეტი თამაში არსებობის ისტორიასი არ მოუგია. ისე კაი კუში კი ექნება ბელორუსს. ხოდა მაინც მთავრდება ამათი პესნია, პო ბოლშომუ და რავიცი, მარა ეგენი უნდა დამარხო დინამოზე, თუ ვერ გავიდნენ. ვაისას რას ვერჩი, არ ჰკიდია? ფულს არ მაძლევენო, ის დაიწუწუნა.
vaso
01:17 09-03-2020
1
ოკ, უბრალოდ გიპასუხებ (მდააა), არ ვიცი გამომიქვეყნებენ თუ არა,/ ჯერ ესერთი არაა პრობლემა, ვისაც სურვილი აქ დამირეკოს!!! და მეორე , ბერბიჭაშვილი ნამდვილად არ ვარ, მიუხედავად იმისა ქვეყანა თუ გაივსო, თუ გამიცნობ როდისმე, მიხვდები. / მართლა გულაწრფელად ვამბობ და არ ვარ ჩასაფრებული გულშემატკივრის პოზიციიდან, ყაზაიშვილმა ანანიძეს პასი რომ არ მიცა, ერთი კომეტარი იყო რომელიც ამ ბიჭს დაუდგა გვერძე და ეგ მე ვიყავი, იმიტომ რო შეუცდომელი არავინაა და მართლა ჩაქოლეს ლამის, ცალკე ჟურნალისტებმა და ცალკე გულშემატკივრემა, მაგრამ იცი რა არი? აი ირლანდიაში რო ვნახე ეს ბიჭი როგორ ემზადებოდა მეორე ტაიმში შესასვლელად , ანუ როგორ იპარავდა ვარჯის, ეგრე უგულოდ უბანშიც კი არ ვთამაშობდით, მე იმის თქმა მინდა რო ვერ არიან ამ თამაშისთვის მზად, ეს ჩემი აზრია, კაშიას რაც შეეხება , კაცი იძახის თავის პირით , რომ ნემსებით თამაშობს, ეხლახან დაიწყო ზესონი, ასაკიდან გამომდინარე უჭირს სისწრაფე და სწრაფად ფორმაში შესვლა, და აი ამის გამო რისკი იქნება მაგის ძირითადში დაყენება, / თვითონ უარს ვერ იტყვის , იმიტომ რომ სპორტსმენია და მისი ცხოვრებაა ასეთი, დაუძახებენ უნდა მოვიდეს, მეორე ამბავია რამდენად გააართმევსს თავს../ ეს იყო და ეს. ( იმედია შენ თვითონ მიმიხვდი რასაც ვწერ... ) წარმატებები და კარგად იყავი...
Vasili
00:48 09-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული