ვაკო ყაზაიშვილმა გოლების სეზონი გახსნა - გურამ კაშიამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტის დილით ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე მატჩი გამართა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და საკუთარ მოედანზე "მინესოტა იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:5.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყაზაიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ვაკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, წინა მატჩისაგან განსხვავაებით ალმეიდამ გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა: ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანის შანსებიც კიდევ ჰქონდა.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ წაუვიდა თამაში საქართველოს
ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას. "მინესოტას" მიერ გატანილი 3 გოლი გურამის სინდისზეა. გურამმა სტანდარტული სიტუაციებისას ვერაფერი მოუხერხა სტუმრების ტანმაღალ მცველ ოპარას, რომელმაც, სხვათა შორის, კაშიას მოედნიდან გასვლის შემდეგაც გაიტანა გოლი.

"სან ხოსეს" განვლილი 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 27 /
ფაქტია უკვე, კაშიას დღეს აშკარად სჯობიან დაცვაში: კვირკველია,ხოჭოლავა,გრიგალავა და ტაბიძე. ასე თუ გააგრძელა გურამმა დაკარგავს ნაკრების ძირითადში ადგილს! წარმატებები გურამს!
kaxa
11:12 08-03-2020
2
იმედია ამ კაშიას ნაკრებში აღარსდროს ვიხილავთ, მისი კარიერა მაშინ დასრულდა ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სხვა ღირებულებებზე როცა დაიწყო ზრუნვა...
Pride
09:35 08-03-2020
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული