ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნაკრებს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვიპროსული კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.

27 წლის ქართველმა "ანორთოსისის" ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯანოს მუხლის მყესი გაუწყდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.

ფეხბურთელი "ანორთოსისის" ექიმების ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იქნება და მისი დაბრუნების ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა(ებ)ში ვერ დაეხმარება.


altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

მკითხველის კომენტარები / 27 /
ტანჯულაა ეს ბიჭი რა! ფიზიკურად საოცრად სუსტია და ბედიც არა აქვს. ამდენი პრობლემა არ ვიცი მართლა..
:)))))
11 მარტი 2020 16:45
3
მიროსან გეთანხმები მაგაშიც, უბრალოდ მთლად სპარტაკის ბრალიც არა მგონია. უკონტაქტო ფეხბურთი არ არსებობს
: )))))))
11 მარტი 2020 17:28
3
ბედი არაფერ შუაშია...ჭკუა არა აქვს.... რო შეალია თავისი საუკეთესო წლები სპარტაკს აბა რას ელოდა???
მიროსან
11 მარტი 2020 17:05
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული