![](https://sportall.ge/pictures/image31/2b52e86f4e5c7f964621d737e840af8f.jpg)
მოსკოვის "ლოკომოტივმა" რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში, "ახმატთან" მატჩში საბა კვირკველიას გაძევება გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია.
ფეხბურთის კავშირის დისციპლინარულ-საკონტროლო კომიტეტმა კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმა და 15 მარტს, ჩემპიონატის მორიგ ტურში, "როსტოვთან" გასვლით შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.
"ახმატთან" მატჩში (1:0) კვირკველიას 84-ე წუთზე ცარიელ კარში დარტყმული ბურთი ხელზე მოხვდა და პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს.