ყაზახეთის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურში Sports.kz-მა ორი ქართველი ლეგიონერი - ნიკა კვეკვესკირი და ელგუჯა ლობჯანიძე შეიყვანა. გამოცემამ ტური მოკლედ მიმოიხილა და ჩვენებურების თამაში შეაფასა.
ყველას ჯინაზე. მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები
კორონავირუსის საგანგაშო სიახლეების აკომპანიმენტის თანხლებით, იძულებითი შესვენების წინ მეორე ტური ჩატარდა. ერთი ღმერთმა უწყის, როდის განახლდება ტურნირი... გასულ უქმეებზე ყაზახეთის მოედნებზე არაერთმა შემსრულებელმა გაიბრწყინა, რომლებიც თავიანთი გუნდების წარმატებისათვის კარგად გაისარჯნენ.
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, საყრდენი ნახევარმცველი)
"ნიკა თავისი გუნ
დის შეტევებს კარგად დირიჟორობდა, დაცვაში შრომობდა, გოლის გატანაც შეეძლო".
ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, თავდამსხმელი)
"ელგუჯა აქტიური დ პროდუქტიული იყო, ზედიზედ მეორედ მოუპოვა თავის გუნდს გამარჯვება".