"ადანასპორის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ ტუალეტის ქაღალდის ჩელენჯში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ მან მთელი შეკვრით სცადა აკენწვლა, რაც ჯერჯერობით არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
აქვე გეტყვით, რომ ამ ჩელენჯში ქართველი ფეხბურთელებიდან ასევე გურამ კაშიამაც მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ არაბიძე ამჟამად ტრავმას მკურნალობს და სავარაუდოდ, მოედანს აპრილში დაუბრუნდება.