კორონავირუსით გამოწვეული ხუთდღიანი პაუზის შემდეგ "რუბინმა", რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, საწვრთნელი პროცესი განაახლა.
მთელმა გუნდმა და კლუბის თანამშრომლებმა ვირუსზე ტესტი გაიარეს და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.
გუნდი ბაზაზე ინდივიდუალურ ფიზიკურ ვარჯიშს შეუდგა. ფეხბურთელები ტრენაჟორებსა და მოედანზე ვარჯიშობენ და ტრავმების შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადიან.
ამასთან, ყველანი უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად იცავენ.