სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა დმიტრი სიჩიოვმა გაიხსენა, თუ როგორ დადიოდნენ მთელი გუნდით ქართულ რესტორანში.

"ყოველთვის ერთ ქართულ რესტორანში დავდიოდით - "Сам пришёл". სულ კონფლიქტი გვქონდა, რადგან მთელ დანახარჯს მუდამ მალხაზ ასათიანი იხდიდა. სკანდალამდე მიდიოდა საქმე. ოჯახებით იყვნენ ბიჭები, უხერხული იყო. ამბობდა:"თუ თქვენ გადაიხდით, გავნაწყენდები და მორჩა!" მოკლედ, ჯობდა დათანხმებულიყავი.

როგორ ებრძოდა ჯანაშია ზედმეტ წონას? მათ ცალკე მაგიდა ჰქონდათ. ხუმრობით ვამბობდით, რომ ეს მაგიდა იმათთვის იყო, ვინც 100 კილოგრამს იყო გადაცილებული. ჩვენ გრძელი მაგიდა გვქონდა, ხორცი მოჰქონდათ, მათთვის კი მხოლოდ მწვანილები.
სტეიკებს გეახლებოდით, ხოლო ისინი გვიყურებდნენ", - გაიხსენა სიჩიოვმა "იუთუბის" არხზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რასაც სჭამდა, ის დაამახსოვრდა. სამაგიეროდ ფულს, რომ ყოველთვის ქართველი იხდიდა, ეს საუკეთესო თვისება, არ დავიწყნია.
buba-ს!
01:43 27-03-2020
4
ქართულ მაგიდიდან მარტო სტეიკები დაამახსოვრდა?!...
buba
07:41 26-03-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული