გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი შეიცვალა

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა Transfermark-მა რამდენიმე ევროპული ჩემპიონატის სატრანსფერო ფასები განაახლა. მათ შორის, ცვლილებები შეეხო ბელგიის ჩემპიონატსაც, სადაც საქართველოს ნაკრების 2 ფეხბურთელი თამაშობს.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის გამორჩეული ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 7,5 მილიონ ევროს შეადგენს. ტრავმის გამო გაცდენილმა პერიოდმა გიორგიზე ნეგატიურად იმოქმედა.

არ შეცვლილა ცენტრფორვარდ გიორგი ქვილითაიას ფასი, რომელიც ისევ 2,5 მილიონი ევრო ღირს.

მას შემდეგ, რაც ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა, ჩვენი ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი საბა კვირკველია გახდა, რომელიც 8 მილიონი
ევრო ღირს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამაში ან ცუდი რა არის ან კარგი რა არის, ასე რომ ნერვიულობთ? მისი ტრანსფერიდან ვინმე რამეს შეგპირდათ? მთავარია შეძლოს თამაში უკეთესად, რომ ნაკრებს გამოადგეს
დავით67
30 მარტი 2020 23:38
3
100%
იოო
31 მარტი 2020 11:08
0
ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა ნაკლებია და უკეთეს გუნდში გადასვლის ნაკლები შანსი აქვს
Saba
31 მარტი 2020 02:47
1
ბელგია ვერ გამოდგა ვერცერთი ქარველისთვის გამოსადეგი ჩემპიონატი, უნდა წავიდნენ ბელგიიდან
irakli
30 მარტი 2020 22:22
4
რას აგრძელებდნენ კონტრაკტს,სწორია აგენტები.ვერ.ქაჩავენ ვისაც კარგი აგენტი ჰყავს ის თვითონ ვერ ქაჩავს და ვართ ასე,რაიოლა მყავს.მხედცელობაში.ფეხბურთელს არ ვასახელებ,ახალგაზრდაა და ეგებ მოუმატოს.
გოჩა
30 მარტი 2020 21:58
2
არველაძეს გულისხმობ ხოოო. მასე არაა ძმა ჩაკვე აქედან ჯერ არ უნდა წავიდეს. ჯერ აქ დაამტკიცოს რომ საუკეთესოა მისი ფასიც აიწევს და როგორც კი უკეთეს გუნდში გადავა ძვირად. სკამზე არ დასვამენ თავიდანვე მიცემენ შანსს და იმედია გამოიყენებს კიდეც
roma bejanidze
30 მარტი 2020 23:59
1
გავკოტრდით ფაქტიურად :/
www
30 მარტი 2020 17:48
3
რაც უფრო დიდ ხანს
დარჩება გენტში -უფრო დაიწევს
მისი ფასი. ჩვენი მტერი იყოს ტორუპის და ქართველი აგენტების იმედად.
ჯეკო
30 მარტი 2020 17:07
4

სიახლეები პოპულარული