დირექტივა დავითაშვილსა და კვარაცხელიას - იყავით სახლში "რუბინთან" ერთად

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა საფეხბურთო შეჯიბრებები მინიმუმ 31 მაისამდე შეაჩერა, "რუბინმა" კი, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, თათრეთში თვითიზოლაციის გამოცხადების გამო კლუბის ბაზაზე ფეხბურთელების ინდივიდუალური ვარჯიშები შეაჩერა, სახლებში გაუშვა და მითითებაც მისცა.

"ფეხბურთელებმა დავალებები მიიღეს და თვითიზოლაციის პირობებში ინდივიდუალურ რეჟიმში ვარჯიშს გააგრძელებენ. თვითიზოლაციის ვადები კორექტირებულ იქნება ვითარების მიხედვით.

შეგახსენებთ, თათრეთის ყველა მოქალაქისთვის გამოცხადებულია თვითიზოლაციის რეჟიმი. თვითიზოლაციის ადგილის დატოვება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, რეკომენდებული არ არის. იყავით სახლში "რუბინთან" ერთად", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული