დავითაშვილსა და კვარაცხელიას ხელფასები 50%-ით შეუმცირეს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ კლუბში ხელფასების შემცირებაზე გააკეთა განცხადება.

"რუბინში" ხელფასების 50%-ით შემცირების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ სრულ პერსონალს ეხება. ადამიანებს ამ ნაბიჯზე შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ.

მათ ესმით, რომ ჩვენ ერთ ნავში ვართ და ქამრების შემოჭერა მოგვიწევს.

დიდი ინტერესით ველოდებით უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებას სატრანსფერო ფანჯრის, კონტრაქტების გაგრძელებისა და იჯარის საკითხებზე.

უახლოეს მომავალში ფეხბურთში ეკონომიკურად დიდი ვარდნა იქნება", - განაცხადა აიაროვინსკიმ.

მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინში" ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოდიან.

მომზადებულია Sport express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
50% არ არის ცუდი ვარიანტი, მაგრამ ეს პოლიტიკა თქვენთანაც შემოიჭრა??? მოაშორეთ ამ ვითომ ხალხზე და სახელმწიფოზე მზრუნველის პორტრეტი! რა ლელო, რის ნაც-ქოცები? თქვენც გადაეშვით სიბინძურის ჭაობში...
გოგა
03 აპრილი 2020 18:16
6
ჩამოყალიბებაზე შენი მისათითებელი არაფერი მჭირს, და არც ფეხბურთელებს შეხებია ვინმე. ასე რომ წაიკითხე, გაანალიზე, მერე სტატიის ზევით შეხედე პოლიტიკური რეკლამა რომ დევს და მიხვდები (იმედია) რაც ვიგულისხმე. გამომივიდნენ დამცველები და მომკითხავები :)
გოგას-ს
09 აპრილი 2020 15:37
0
გოგა ჩამოყალიბდი რა გინდა?ჩვენ ბიჭებს ვინც შეეხება მაგას მოვიკითხავთ ყველას,მაგარი ბიჭები არიან ორივე და წარმატები მათ
გოგას
03 აპრილი 2020 20:28
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული