"რუბინის" ფეხბურთელი: ჩვენი ქართველები - ხელოვნების ცალკე სახეობაა

AutoSharing Option
"ბიზნეს ონლაინისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რუბინის" თავდამსხმელმა ევგენი მარკოვმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ფლობენ მისი ქართველი თანაგუნდელები რუსულ ენას.

- ერთ-ერთ ვარჯიშზე გუნდის მწვრთნელი სლუცკი ლაპარაკობდა, რომ გუნდში დაპირისპირება პიტერელთა და მოსკოველთა შორის ხუმრობის დონეზეც კი არ არსებობს. სერიოზულად?
- ქართველების გარდა არავის არ გამოვყოფთ, რადგან ისინი - ხელოვნების ცალკე სახეობაა. ძალიან სასაცილო ბიჭები არიან. როგორც კი მოვიდნენ, თქვეს, რომ მაქსიმუმ სამ თვეში რუსულს სრულყოფილად ისწავლიდნენ.

თითქმის წელიწადი გავიდა და ბიჭებმა მხოლოდ ეს იციან: "გაუმარჯოს", "როგორაა საქმეები?" და "როდისაა ხელფასი?". არა,
ყველაფერი ესმით, მაგრამ გამოთქმა უჭირთ, ეტყობა.

- ახლა "რუბინმა" ქართველ თარჯიმანზე უარი თქვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად ალაპარაკდებიან ქართველები?
- არ ვიცი, თუმცა თარჯიმანი ოქრო იყო! საშაურმე თუ სახინკლე ჰქონდა, სულ გვეპატიჟებოდა, მაგრამ ის სახინკლე ერთხელაც არ გვინახავს.

ის კაცი კომპანიის მოყვარული და სასაცილო იყო: როდესაც თეორია გვქონდა, როგორღაც ცდილობდა, შარონოვისთვის (გუნდის ყოფილი მწვრთნელი - რედ.) აეხსნა, რომ "იქით კი არა, აქეთ იყო გაქცევა საჭირო".

ალბათ, იმისათვის გაუშვეს, რათა ბიჭებმა სწრაფად ისწავლონ რუსული, თუმცა არ ვიცი, ეს პლუსია თუ მინუსი. ისინი რუსული ენის ცოდნისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან.

"რუბინში" ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ, ხოლო ბექა მიქელთაძე ყაზანურ გუნდს იჯარის წესით ვოლგოგრადის "როტორში" ჰყავს გაშვებული.

მკითხველის კომენტარები / 27 /
პრინციპულად არ სწავლობენ ბიჭები
granqvist
25 აპრილი 2020 11:41
0
წიგნის კითხვა კი არა წერაში იმეცადინე.შენს პატრონს... ლოგიკა მ.....ნ?
კახას
24 აპრილი 2020 21:30
0
ქართული ისწავლონ სლუცკიმაც და ყველამ რუბინში, თვითონ ხომ აქვთ ამბიცია, რომ
მთელი მსოფლიო რუსულად ლპარაკობდეს
ბმბ
24 აპრილი 2020 10:55
0
რუბინს და რუსეთს მოსტ..ნიათ პატრონი
gigi
23 აპრილი 2020 18:30
2
კვარაცხელია კი არი ნიჭიერი და ნაკრებსაც გამოადგება.
საერთოდ მაგათი თოაბა ძალიან კარგია, კვარაცხელია, დავითაშვილი, გელა ნუგზარაშვილი..
23 აპრილი 2020 17:10
2
ქართველის პოლიტიკოსობა მდგომარეობს ერთმანეთის ღალატში, შურიანობას და გაუტანლობაში. მეფე ერეკლე სწორად მოიქცა რაც გააკეთა.
ozeki.
23 აპრილი 2020 16:34
4
განდიდების მანია არ მწუხებს ღმერთმა დამიფაროს ერეკლეს ან რომელიმე მეფის ფეხის მტვერად ჩავთვალო თავი მე მხოლოდ ლოგიკურად ჩამოვაყალიბე საკუთარი აზრი არც ვაპირებ გეპოლემიკო მითმეტეს ვილანძღო წიგნის კითხვა არ კმარა აზრის გასმოტანა უნდა შეგეძლოს.
კახა
23 აპრილი 2020 14:01
2
რუსეთში ვინც თამაშობს ყველა ფულის გამო თამაშობს,პატრიოტობა და ოკუპანტობა და ვიწყებულია,აბა ნახეთ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი რომელიც ზენიტში გადავიდა საერთოდ მოკვეთეს ნაკრებიდან,ჩვენთან კი პიტიქითაა,
lado
23 აპრილი 2020 13:59
4
აგერ რამოდენიმე ვინც დისლაიქები დაწერა,მერე რა რომ მტერია რუსეთი ასეთი ადამიანებისთვის,მთავარია იშოვონ,მაინტერესებს დისლაიქები ვინც დაწერეთ ანწუხელიძეს ოჯახს რას ეტყვით რომ შეგეძლოთ რუსებს ვემონოთო? რას ეტყვით
lados
23 აპრილი 2020 17:26
1
ეს მარკოვი დასცინის ბიჭებს,ისე ენა უნდა იცოდე, მითუმეტეს წელიწადი და მეტი რომ ხარ იქ,ენის სწავლა არ ნიშნავს მაგათზე გაგიჟებას, აგიყვანეს გათამაშებენ, საქართველოში თამაშს ხო მაინც ჯობია, უკეთესი გენახოთ,მაგრამ აწი და აწი ძალიან გაჭირდება,ამიტომ რასაც მიაღწიეთ გაუფრთხილდით,მაგ მარკოვს კიდე თქვენი ნიჭით და ქართული ჯიგრით სხვანაირად მიხედეთ, დაიმახსოვრეთ ქართველებს ყოველთვის ავტორიტეტი ქონდათ!! თანაც ძალიან დიდი, თანაც ფეხბურთში საერთოდ, "სტროიში" ყავდათ დაყენებული რუსები, ვარგოდნენ და იმიტომ,სხვანაირად მაგათთან არ გამოდიოდა არასდროს!!!
Kapitani
23 აპრილი 2020 12:59
4
ისე წიგნის კითხვა შენ მართლა არ გაწყენდა.მეფე ერეკლეზე სანამ რამეს იტყვი მართლა უნდა გქონდეს წიგნები ნაკითხი. დაფიქრებულხარ როდისმი მისი ფეხის მტრად თუ მაინც ღირხარ?
მრავალი წელი და შეიძლება საუკუნეც კი იყოს მსჯელობა რამდენად სწორად მოიქცა მეფეთ მეფე ერეკლე,მაგრამ რატომ გგონია რომ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო ან ერთპიროვნულად?
კახას
23 აპრილი 2020 12:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული