"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "იუთუბის" არხ "კრასავაზე" ევგენი სავინთან ინტერვიუში თქვა, რომ სიტყვა "ძმა" გუნდში აკრძალა.
- შენ მართლა აჯარიმებ ხალხს სიტყვა "ძმის" წარმოთქმისთვის?
- მე ამის შესახებ გამოვუცხადე. უნივერსალური სიტყვაა - ყველანი შენი ძმები არიან: "ძმა, ძმა". ადამიანები საკუთარ სახეს კარგავენ, სახელს, გვარს, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მე ეს უსაზღვროდ მაცოფებს.
როდესაც სოლტმურად ბაკაევი პარტნიორს ძმას უწოდებს, მე ვეუბნები: "ზელიმხან, შენთან გადმოვიდა გუნდში? სადაური შენი ძმაა? დანჩენკო შენი ძმა როგორაა?"
მესმის, ეს სიტყვა "ძმა" ქართველებისგან აიღო. მე მათ რუსული ენა საერთოდ ჩამოვართვი.
ეს ერთადერთი სიტყვაა, რომლის გამოთქმა შეუძლიათ. დიახ, მე მათ გამოვუცხადე, რომ სიტყვა "ძმა" ჩვენთან უკვე კანონგარეშეა".
შეგახსენებთ, ყაზანური გუნდის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ.
ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს,თუ გუნდელები ერთმანეთს მიმართავენ ძმაოთი...
რუსებიც, ხმარობენ ამ სიტყვას,განსაკუთრებით,ჩრდილოელები(სიბირიაკები)და რუსეთის სამხრეთში იციან ეს მიმართვა-ბრატ...
ნუ ამას არ მოსწონს და არ მოსწონს - მთავარია,ჩვენმა ბიჭებმა კარგად ითამაშონ,ფორმაში იყვნენ და ნუ იტყვიან ძმას,კი ბატონო... :)))