"რუბინის" ფეხბურთელი: ჩვენი ქართველები - ხელოვნების ცალკე სახეობაა

AutoSharing Option
"ბიზნეს ონლაინისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რუბინის" თავდამსხმელმა ევგენი მარკოვმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ფლობენ მისი ქართველი თანაგუნდელები რუსულ ენას.

- ერთ-ერთ ვარჯიშზე გუნდის მწვრთნელი სლუცკი ლაპარაკობდა, რომ გუნდში დაპირისპირება პიტერელთა და მოსკოველთა შორის ხუმრობის დონეზეც კი არ არსებობს. სერიოზულად?
- ქართველების გარდა არავის არ გამოვყოფთ, რადგან ისინი - ხელოვნების ცალკე სახეობაა. ძალიან სასაცილო ბიჭები არიან. როგორც კი მოვიდნენ, თქვეს, რომ მაქსიმუმ სამ თვეში რუსულს სრულყოფილად ისწავლიდნენ.

თითქმის წელიწადი გავიდა და ბიჭებმა მხოლოდ ეს იციან: "გაუმარჯოს", "როგორაა საქმეები?" და "როდისაა ხელფასი?". არა,
ყველაფერი ესმით, მაგრამ გამოთქმა უჭირთ, ეტყობა.

- ახლა "რუბინმა" ქართველ თარჯიმანზე უარი თქვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად ალაპარაკდებიან ქართველები?
- არ ვიცი, თუმცა თარჯიმანი ოქრო იყო! საშაურმე თუ სახინკლე ჰქონდა, სულ გვეპატიჟებოდა, მაგრამ ის სახინკლე ერთხელაც არ გვინახავს.

ის კაცი კომპანიის მოყვარული და სასაცილო იყო: როდესაც თეორია გვქონდა, როგორღაც ცდილობდა, შარონოვისთვის (გუნდის ყოფილი მწვრთნელი - რედ.) აეხსნა, რომ "იქით კი არა, აქეთ იყო გაქცევა საჭირო".

ალბათ, იმისათვის გაუშვეს, რათა ბიჭებმა სწრაფად ისწავლონ რუსული, თუმცა არ ვიცი, ეს პლუსია თუ მინუსი. ისინი რუსული ენის ცოდნისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან.

"რუბინში" ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ, ხოლო ბექა მიქელთაძე ყაზანურ გუნდს იჯარის წესით ვოლგოგრადის "როტორში" ჰყავს გაშვებული.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მაკვირვებს საკუთარი ისტორიის უცოდნირობა და უტიფრად მტკიცება რუსეთის როგორც მაშველი ხატის !!!! ვისი გენერალი იყო რომ ერეკლე მარტო შეატოვა მტერს და თბილისში რომ გაიქცა მეფე მოკლესო?
გადაგვარჩინეს კი არა ვერ გაგვარუსეს და ვერც გაგვასაბჭოეს მიუხედავად მცდელობებისა!
სწორედ ერთმორწმუნე (თუ სწამთ საერთოდ რამის) რუსეთმა დახურა ჩვენი ეკლესიები და იერუსალიმში რაც ქართული იყო ან მიიტაცა ან სომხებს და ბერძნებს მისცა !!!
სოჭი მისი შემოგარენით, ტაო , საინგილო , კახი , ჰერეთის ნაწილი , ჩრდილო კავკასიის ჩვენი ნაწილი (1931ში რომ მიიერთა) , ლორე , და ახლა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამის მერე მაინც რუსეთზე კარგს რომ იტყვის იმის გამზრდელმა და ისტორიის მასწავლებელმა ციანიდი მისი ხელით უნდა დალიონ.
რაც ჩემი ნებით არ დამითმია , მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას !
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაუბრუნებს თავის ტერიტორიებს .
მიხაელ
23 აპრილი 2020 03:28
11
არ მინდოდა დამეწერა მაგრამ მაინც დავწერ,ვიცი ვისაც არ უნდა ის მაინც არ გაიგებს,უბრალოდ ნერვები მეშლება როცა წერენ რომ არა რუსეთი ასე და ისე ვიქნებოდითო,ჩემზე უფრო არავის არ უნდა რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, დამოუკიდებელი- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,მაგრამ დროა ცოტა საღად ვიაზროვნოთ,გადავხედოთ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას,ნუთუ ვერ ხვდებით რომ ეს შეუძლებელია,ორი უდიდესი იმპერიების შუაში ვიყავით მოჭყლეტილი ირანზე რომ აღარაფერი ვთქვათ,რუსეთის იმპერიაში და მერე სსრკ-ში ბევრი ცუდი იყო მაგრამ კარგის არ დანახვაც არაა კაცური,ბოლო ბოლო ქართველებად მოვედით დღემდე,ქართულ სახელ გვარებით და სარწმუნოებით
ბათუმის ფანი
22 აპრილი 2020 21:56
36
რუსეთის "სიკეთეებზე"პროპაგანდამ სპორტულ საიტებზეც შემოაღწია! ადმინ. სად ხარ? რატომ აძლევ ამათ პლატფორმას?
გიორგი
22 აპრილი 2020 22:35
10
არ გინდა ეგეთები ჩემი ძმა, ერთიანი არ იყო საქართველო თორემ ყველა ქართული სახელმწიფო იყო დაწყებული აფხაზეთიდან და დამთავრებული ქართლ-კახეთით, საინგილოც შედიოდა და სამაჩაბლოც, ერევნის სახანო ხარკს უხდიდა ერეკლეს და აზერბაიჯანის ნახევარი ერეკლეს უზენაესობას აღიარებდა, რუსეთის წაქეზება რომ არა არც კრწანისი იქნებოდა, დაუძლურებული ოსმალეთისგან ალბანეთიც გამოვიდა და მაკედონიაც, და მთლიანად მთელი ბალკანთი, კიპროსის ჩათვლით....არ გინდა ეს ზღაპრები, ჩვენ გადამრჩენელების სახით, დაწყნარდი და ჭკუის სწავლებას თავი დაანებე....
ბათუმის ფან-s
23 აპრილი 2020 02:47
6
თქვენ რა ბატონო ვარლამ მართლა გჯერათ რომ რუსეთის გარეშე თურქეთს გადავურჩებოდით?
ბათუმის ფანი
22 აპრილი 2020 21:31
38
მოეშვით კრემლის ნარატივს რომ ვითომ რუსეთმა გვიხსნა თორემ თურქეთი გადაგვყლაპავდა.
თუ დოყლაპიები ვიქნებით ყველა გადაგვყლაპავს აბა რა. ჩვენ უნდა ვიყოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება. ამაშია ხსნა და არა ვინმე დიდ ქვეყანასთან მიტმასნაში. თუ პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენს ქვეყანას და შიგნით ვიქნებით ერთიანი, მაშინ შევძლებთ კიდეც ყველა მეზობელთან თუ ძალიან კარგი არა მეტ ნაკლებად მართვადი ურთიერთობის ჩამოყალიბებას მაინც (რუსეთის გარდა რა თქმა უნდა).
გიორგი
22 აპრილი 2020 21:55
13
კი ბატონო, ნამდვილად გადავურჩებოდით თურქეთს, იმიტომ, რომ 1801-მდე რამდენიმე ათასწლეული გამოგვივლია და გადავრჩენილვართ. თან, გადავრჩენილვართ უფრო ძლიერ იმპერიებს ვიდრე მაშინდელი ოსმალეთი იყო. გადავურჩებოდით იმიტომ, რომ გადარჩენისთვის ვიბრძოდით მთელი არსებობის მანძილზე და ვრჩებოდით, და რომ არ გვებრძოლა ვერ ვიამაყებდით ვერც დიდგორით, ვერც ბასიანით, ვერც ასპინძით და ვერც გადარჩენით.
მოკითხვა ბათუმს
24 აპრილი 2020 01:49
1
ქართველები - ხელოვნების ცალკე სახეობაა DD ახალი ამბავი . რო არა რუსეთის იმპერია ეხლა ვიქნებოდით ევროპაში წამყვანი ქვეყანა
varlami
22 აპრილი 2020 20:40
20
რუსები მართლა იყვედრიან, ჩვენ რომ არა თურქეთი შეგჭამდათო. მაგრამ იმას არ ამბობენ, რომ მანამდე რატო ვერ შეგვჭამა. მაჰმად ხანი რუსების დაქირავებული იყო. ტიპს თავის ქვეყანაში არეულობა ქონდა, აქ იომა გადაგვწვა, ამოწყვიტა თბილისის ქართული მოსახლეობა (მხოლოდ ქართული, არც მუსულმანი და არც სომეხი, ამიტომაც იყო დიდი ხანი თბილისი სომხური ქალაქი) დედაწულიანად, დაანგრია ყველა ნორმალური შენობა და ამის შემდეგ დაიხურა ქუდი და წავიდა. ვინმე იტყვის რომ დაქირავებული არ იყო? და აქეთ გვამუნათებენ.
პ.ს. ძვირფასო რედაქცია ამ საიტზე ვიპოვე ინფო რომ თურმე ქართველებს 91 ფეხბურთელი გვყოლია ექსპორტზე. https://football-observatory.com/ მოკლედ ბევრი სტატისტიკაა
ჰაჰა
23 აპრილი 2020 10:20
4
ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ ქართველი რუსეთზე(და არა კონკრეტულადამიანებზე) კარგს იტყვის ციანიდი დალიოსო,მაგრამ ირანელებით და თურქებით რომ გაივსო ქვეყანა ამასთან დაკავშირებით არაფერს იტყვი და ისევ რუსებს მიაწერ,რომ მათი ნარატივიაო,არც მაშინ მგონია უციანიდობას აცდეს ის ადამიანი ვინც იტყვის,რომ თურქეთი და ირანი ჩვენი მეგობარია. ასე რომ მტრები გვყავს გარშემო ყველგან,მაგრამ რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა გადაგვარჩინა.სამწუხაროდ მოდაში შემოვიდა ჩვენი სარწმუნოების და მორწმუნეების დაცინვა,არადა დღემდე რომ სულიუდგას ქართველ კაცს და საქართველოს სწორედ ენა,მამული,სარწმუნოების დამსახურებაა.არ მიყვარს ურა პატრიოტული გამონათქვამები და სადღეგრძელოებით,თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ჩვენსას.
რაც შეეხება სტატიას,არ ვარ რუსული ენის ექსპერტი,მაგრამძალიან ცუდად ნათარგმნის შთაბეჭდილება მრჩება.
საქართველო
23 აპრილი 2020 10:34
3
თემა ზოგადად რუსულ კონტექსტზე იყო და იმიტომ ვსაუბრობ მხოლოდ რუსეთზე თორემ ირანი და თურქეთი კი არა სომხეთ/აზერბაიჯანიც კი უმადური მეზობლები არიან იმას რომ ელოდებიან როდის დაგვიცდება ფეხი.და ასე თუ გაგრძელდა რუსეთის დაშლა ჩრდილოეთშიც შექმნის სახიფათო კერას ოსების , დაღესტნის და ჩეჩნეთის სახით .
ზოგადად ცუდი გეოპოლიტიკის და სახელმწიფო ინტერესებიინტერესების არქონა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ მიშა ლამის წმინდანად გამოაცხადონ ქვეყანას უშველაო (არა და გაანადგურა ეკონომიკა , ჯარი ) შექმნა ძლიერი პოლიცია რათა ტურიზმი ქონოდა და გააუქმა ბიუროკრატია რომ უცხოელებმა მარტივად აკეთონ ბიზნესი . ხოლო ეს მთავრობა აგრძელებს უხერხემლოდ იგივე პოლიტიკას ოღონდ ნაკლები სისხლის ღვრით.
ახლა კიდევ უფრო დანგრევა უნდათ 2024 არჩევნებისთვის უსუსური საარჩევნო სისტემის შემოღებით .
სამწუხაროა რომ დღეს საქართველოში ქვეყნის ღალატს დემოკრატია დაარქვეს და ტაშს უკრავს ხალხი , ახალგაზრდობა!
მიხაელ
23 აპრილი 2020 18:49
4
მიხაელ, არც ნაციონალი ვარ და არც მიშას ვთვლი შეუცვლელ პოლიტიკურ ლიდერად, მაგრამ ერთი გაგვაგებინე კარგად რომელი ეკონომიკა და ჯარი გაანადგურა მიშამ? 2003-მდე უფრო ძლიერი ეკონომიკა გვქონდა და უკეთესი ჯარი გვყავდა? მგონი არ შეიძლება ასე ზერელედ ლაპარაკი და რაღაცებს სწორად შეფასება და დაფასება უნდა. დანახვა უნდა იმას, რომ ქართველები სულაც არ ვართ წყალწაღებული ხალხი და შეგვიძლია ქვეყნის შენებაც და არსებობაც დამოუკიდებლად. რუსეთის გარეშე შეიძლება, რომ არც თურქეთმა შეგვჭამოს და არც ირანმა, როგორც ამას გვიყიჟინებენ. დღეს თუ ვინმე გვჭამს ეს რუსეთია, რომელსაც ცხოვრების დონით ნამდვილად არ ჩამოუვარდება დღეს ეს ჩვენი 30 წლის სახელმწიფო. ასე, რომ საქართველო არც დაქცეულა არც განადგურებულა და არც მიწასთან გასწორებულა. ახლა ვაი-ვიშს და მოთქმა-გოდებას ჯობია ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ უკეთესად და ჩვენ-ჩვენი წილი საქართველო ვაშენოთ.
მიხაელ-ს
24 აპრილი 2020 14:15
0
რუბინს და რუსეთს მოსტ..ნიათ პატრონი
gigi
23 აპრილი 2020 18:30
2
ეს მარკოვი დასცინის ბიჭებს,ისე ენა უნდა იცოდე, მითუმეტეს წელიწადი და მეტი რომ ხარ იქ,ენის სწავლა არ ნიშნავს მაგათზე გაგიჟებას, აგიყვანეს გათამაშებენ, საქართველოში თამაშს ხო მაინც ჯობია, უკეთესი გენახოთ,მაგრამ აწი და აწი ძალიან გაჭირდება,ამიტომ რასაც მიაღწიეთ გაუფრთხილდით,მაგ მარკოვს კიდე თქვენი ნიჭით და ქართული ჯიგრით სხვანაირად მიხედეთ, დაიმახსოვრეთ ქართველებს ყოველთვის ავტორიტეტი ქონდათ!! თანაც ძალიან დიდი, თანაც ფეხბურთში საერთოდ, "სტროიში" ყავდათ დაყენებული რუსები, ვარგოდნენ და იმიტომ,სხვანაირად მაგათთან არ გამოდიოდა არასდროს!!!
Kapitani
23 აპრილი 2020 12:59
4
ყველაზე კარგი რუსი მკვდარი რუსია.
status quo
23 აპრილი 2020 10:59
11
უაზრო პოლემკაა არავინ იცის რა იქნებოდა ერეკლეს რომ ტრაქტატზე უარი ეთქვა სავარაუდოდ გარკვეული დროით გადაიწევდა რუსეთი ძლიერდებოდა თურქეთი სუსტდებოდა შედეგი იგივე იქნებოდა მხოლოდ ვერ წამოგვაძახებდნენ გვეხვერწებოდით და გადაგარჩინეთო სუსტი პოლიტკოსი და სუსტი მეფე იყო ერეკლე ვერ მოაბა თავი ქვეყნის გაერთიანებას როცა შეეძლო უკან დაიხია საბოლოობ ჯამში შეცდომა დაუშვა მხოლოდ ერთმორწმუნეობაზე აპელირებდა რუსების უმადური ხასიათი არ გაითვასლისწინა ისე შეიძძლება ითქვას აიძულეს ისეთი ვითარება შეუქმნეს ღორებმა ხოლო ყანაში გაგონილი ამბებით ვინც საუბრობთ წიგნი წაიკითხეთ
კახა
23 აპრილი 2020 10:06
4
გეორგიევსკის ტრაქტატი არამც და არამც, არ ითვალისწინებდა საქართველოში მეფობის გაუქმებას და საქართველოს რუსეთთან შეერთებას, ეს იყო სამოკავშირეო ხელშეკრულება! რუსული ვერსიაა, რომ ერეკლემ საქართველო რუსეთს შეუერთა, რაც სრული აბსურდია. ერეკლეს უნდა აერჩია მოკავშირე სპარსეთს, ოსმალეთსა და რუსეთს შორის და ის ენდო ერთმორწმუნეობას, რაც სულაც არ იქნებოდა უგუნური გადაწყვეტილება მოკავშირეს რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა ტრაქტატით გათვალისწინებული პირობები. გეორგიევსკის ტრაქტატი ხელმისაწვდომია და ადვილად შეიძლება ნახოთ მისი პუნქტები.
ვაჟიკა
24 აპრილი 2020 02:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული