ხაბაროვსკის სკა-ს 30 წლის ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირი გალში დაიბადა, ომის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, სადაც "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო ვარჯიში, თამაშობდა უნგრეთის "პეჩში" და სზტკ-ერიმაში, ბათუმის "დინამოში", გურიაში", სომხეთის "მიკაში" და "ალაშკერტში", აგრეთვე მოსკოვის "არარატში". საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩში (1 გოლი გაიტანა). საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. Sport24-თან ინტერვიუში მან კარიერის უნგრული პერიოდი გაიხსენა.
- "პეჩში" გასახდელში ორად ვიყავით გაყოფილი - ლეგიონერები და უნგრელები. ერთ დღეს ახალი ბუცებით მივედი, სალათის
ფერით, ისეთი მაგარი იყო. გავხსენი და ბუცებს აწერია: "Fuck Russia". საწყენი იყო, ცრემლებამდე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ბუცები ვიყიდე, ფული ბევრი არ მქონდა და ასე მომექცნენ. მაშინ მათი იუმორი ვერ გავიგე.
- საქმის გასარჩევად წახვედი?
- გუნდის კაპიტანთან მივედი, კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ასეთი ნორმალური უნგრელი იქ მეტად არ შემხვედრია. მითხრა, არ განმეცადა და საკითხს გადაწყვეტდა.
ჩემთან ერთად მთელი გუნდი შეკრიბა და დედის გინებით ფეხბურთელებს მიმართა: "ხვალ ამ ბიჭს ახალი ბუცები უნდა ჰქონდეს, ფული ყველამ შეაგროვეთ".
შემდეგ გავიგე ეს ვინც გააკეთა, ნაცისტი აღმოჩნდა. იყო ჩვენთან ერთი ასეთი ადგილობრივი ფეხბურთელი, მსგავს რამეებს ხშირად აკეთებდა. განსაკუთრებით ლეგიონერებთან. მის ხუმრობებს საერთოდ ვერ აღვიქვამდი - ხანდახან რასისტულს, ხანდახან კი უბრალოდ ველურს.
მას შეეძლო მოსულიყო და ეთქვა: "ჩემი სახლის გასაღები აიღე, ჩემი მეუღლისგან დავიღალე, წაიყვანე და რაც გინდა ის უყავი". გავოგნდი, როდესაც ეს პირველად მოვისმინე. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, ქართულ ოჯახში, ჩემთვის ეს ნონსენსი იყო, ხოლო მათთვის - ნორმა.
- უნგრეთში ბევრი ნაცისტი შეგხვდა?

- ჩვენს გუნდში ასეთი მხოლოდ ორი იყო. მეორემ ცუდად დაასრულა, მატჩების გაყიდვისთვის კინაღამ დააპატიმრეს, ფეხბურთის თამაში აუკრძალეს. მასთან ერთად ამ ისტორიაში ჩემპიონატზე მონაწილე ბევრი ფეხბურთელი მოხვდა, ზოგიერთმა საერთოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩემს გუნდში მატჩებს ოთხი ფეხბურთელი ყიდიდა. მე მაშინ ეს ჯერ კიდევ არ მესმოდა. როცა თანდათან თამაშები გავაანალიზე, ყველაფერს მივხვდი. ისინი ასეთ რამეებს აკეთებდნენ, განსაკუთრებით ის ნაცისტი.
ჩემს გუნდში მატჩებს ოთხი ფეხბურთელი ყიდიდა. მე მაშინ ეს ჯერ კიდევ არ მესმოდა. როცა თანდათან თამაშები გავაანალიზე, ყველაფერს მივხვდი. ისინი ასეთ რამეებს აკეთებდნენ, განსაკუთრებით ის ნაცისტი.
Pastor-ს: ისე გინდა წარმოაჩინო, თითქოს რუსეთი ცივილიზაციის აკვანია. შეიძლება ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ არც სხვაზე არაფრით ნაკლებები არ ვართ. ფაქტია, რუსეთი დამპყრობელია და საქართველოს ტერიტორიები აქვს მიტაცებული. მარტო აფხაზეთიდან 300 ათასი ქართველი გამოყარა. შაჰ-აბასსაც კი არ გაუკეთებია ასეთი რამ. როგორ არა გრცხვენია ასეთებს რომ წერ? რამდენს გიხდიან ამ სიბინძურის აგიტაციაში და ქართველი ერის შეურაცხყოფაში?