შვედურმა საიტმა ხარაიშვილი "ოლსვენსკანის" ტოპ 5 მარცხენაფლანგელს შორის დაასახელა

AutoSharing Option
შვედურმა სპორტულმა საიტმა fotbollskanalen.se-მ საქართველოს ნაკრებისა და "გეტებორგის" შემტევი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის უმაღლესი ლიგის ტოპ 5 მარცხენაფლანგელს შორის შეიყვანა.

აი, რას წერს საიტი ქართველი ფეხბურთელის შესახებ:

"გიროგი ხარაიშვილი "გეტებორგის" შეტევის ხაზის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. "ოლსვანკსკანის" წინა სეზონში მე-7 პოზიციაზე გასული გუნდის შემდგენლობაში ქართველმა 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას კარგი დარტყმა აქვს და რთულ სიტუაციებს თავს ართმევს."

შვედეთის ჩემპიონატს სტარტი აქამდე უნდა აეღო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჯიბრება ჯერ ისევ არ დაწყებულა. 23 წლის ხარაიშვილი "გეტებორგში" მე-3 სეზონს
ატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ბელორუსიაში მყოფ ქართველებზც დაწერეთ, ქანთარიამ ითამაშა დღეს. ამ უფეხბურთობაში ესეც კარგია
Nick
23:02 03-05-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული