ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში მალხაზ ასათიანი დაასახელა.

წლები "ლოკომოტივში": 2003-10
საიდან გადავიდა: "ტორპედო" (ქუთაისი)
ტრანსფერის თანხა: 600 ათასი ევრო
შედეგები პრემიერლიგაში: 125 მატჩი, 6 გოლი

"რუსეთზე მოგონება - ეს "ლოკომოტივზე" მოგონებაა, ყველაფერ კარგზე. ყველაფერი კარგი კი იური სიომინია", - თქვა ასათიანმა კარიერის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ. ის სტაბილური და ერთგული ცენტრალური მცველი იყო და ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა სიომინთან - მასთან კიევის "დინამოში" იჯარითაც კი გაემგზავრა, ხოლო 2010 წელს მწვრთნელის "ლოკოსთან" მორიგი გამომშვიდობების შემდეგ თავადაც წავიდა (კლუბთან
კონტრაქტიც დაუსრულდა). იმ მომენტში ასათიანი სულ რაღაც 29 წლის იყო, რაც მცველისთვის ოქროს პერიოდია, მაგრამ არ მიიღო რა ღირსეული წინადადება, ქართველმა კარიერა დაასრულა და ახლა სამშობლოში ცხოვრობს."

"სპორტ-ექსპრესმა" 10 საუკეთესო ტრანსფერში აგრეთვე სერგეი ოვჩინიკოვი, სერგეი გურენკო, ჯეიკობ ლეკჰეტო, დმიტრი სიჩევი, ბრანისლავ ივანოვიჩი, გილერმე, ვედრან ჩორლუკა, უმარ ნიასი და გჟეგოჟ კრიხოვიაკი შეიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მცველი კიარა უნიჭიერესი გამთამაშებელი იყო და სიომინმა წაგვართვა მისი ნიჭი არ ათამაშა ნახევარმვცველად.არადა რა თამაშები ითამაშა ნაკრებში თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ დებიუტი ქონდა შემდეგ დანიასთან თბილისში.მაგარი იყავი ასკა სი...ო სიომინს რომ არ დაეყენებინე მცველად უფრო სხვანაირად გაგიცნონდა საფეხბურთო სამყარო
თემური
23:10 10-05-2020
3
მარტო ლოკომოტივში ათამაშეს მცველად? რაც სიომინმა უკან გაამწესა, ნაკრებშიც იგივე გააკეთე . მცველიც კარგი იყო, მაგრამ სად მისი წინ თამაში...ისე მომწონდა ასათიანი რომ სულ ველოდებოდი მას ძველ პოზიციაზე, ძალაინ განვიცდიდი და ვერც ავხსენი, ასე რატომ მოხდა.
იდალგო
12:34 11-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული