უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...

AutoSharing Option
მინსკის "ენერგეტიკის" უზბეკმა ფორვარდმა ჯასურბეკ იახშიბოევმა, რომელიც ბელარუსულ კლუბში ტაშკენტის "ფახთაქორიდან" არის განათხოვრებული, pressball-ს სამშობლოს დატოვებაზე ესაუბრა.

"ჯერჯერობით უზბეკეთში ჩემი დაბრუნება არავის უნდა, თუმცა თავად მე ევროპაში მსურს კარიერის გაგრძელება. თან სამშობლოში ისიც ემატება, რომ "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უთანხმოება მაქვს.

ერთ-ერთ შეხვედრაში შემცვალა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და მოედნიდას გამოსვლის შემდეგ მას ხელი არ ჩამოვართვი. ყველაფერი კი აქედან დაიწყო.

ამის შემდეგ მუდმივად სათადარიგოთა შორის ვხვდებოდი. თუ შეცვლაზე გამოვიდოდი, 10-15 წუთზე მეტს არ ვთამაშობდი. ამ დროში რა უნდა მოასწრო?
ისე იყო, რომ ბურთის გრძნობა, შეხვედრის ტემპი და სათამაშო ფორმა დავკარგე. ბურთის მიღებისას არც კი მახსოვდა, რა უნდა გამეკეთებინა.

ვიცოდი, კარგადაც რომ მეთამაშა, შემდეგ მატჩს მაინც სათადარიგოთა შორის დავიწყებდი. ეს მორალურად განადგურებს. უფრო და უფრო ცუდად გამოვიყურებოდი მოედანზე.

"ენერგეტიკში" კი საქმე სულ სხვანაირად არის. აქ მწვრთნელები მენდობიან. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და მისთვის სარგებელი მომაქვს. სწორედ ამიტომ მინდა დავუმტკიცო მათ, რომ ჩემზე გათვლას ტყუილად არ აკეთებენ", - თქვა იახშიბოევმა.

ბელარუსის პრემიერლიგაში განვლილი 8 ტურის შემდეგ უზბეკმა 6 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა სიას სომეხ ფორვარდ გეგამ კადიმიანთან ერთად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აპრილის თვეში ბათუმის "დინამოს" ყოფილი შემტევი გაბრიელ რამოსი დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
უზბეკური არ აი დასავით!?
გრიშა
23 მაისი 2020 00:07
1
არ უნდოდა არ ჩამოართვა ხელი . დიდი ამბავი. არ გამოიყვანეს აქ ეს არველაძე ფერგიუსონი.როცა ვაისი აკომპლექტებს ნაკრებს, მაშინ ყველა პროფესორი ხდება . ეხლა თურმე არ ჰქონია უფლება ფეხბურთელს უკმაყოფილების გამოხატვის უფლება. ბელგიის გენტის მწვრთვთნელი ხომ კარგად გაქვთ ამოღებული მიზანში
დავით 67
14 მაისი 2020 21:40
10
ნერგაძე ვინაა?
888
13 მაისი 2020 16:50
1
აბა შენა ყოფილხარ რა.ნერგაძე თუ არ იცი აბა ვინღა იცი)
კოკა
14 მაისი 2020 22:01
0
მერე ასაკში უფრო ათამაშდა ერთ-ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით უდინეზესთან...საერთოდ 433უნდა ეთამაშათ და ახალგაზრდებოსთვისაც მიეცათ ცოტა შანსი კარგი შევსება მოდიოდა. ეხლაც ეგრეა აბა ნერგაძე საერთოდ არ მიიწვიეს ესეიგი რაღაც კლიშმაკკლუშია.
ddgfdf
13 მაისი 2020 02:11
2
აბა ჯანაშიას და იაშვილს რომ არ ათამაშებდნენ? რომელი რონალდოებიმაგენი იყვნენ?
ddgfdf
13 მაისი 2020 02:06
2
შოთასაც ალბათ ღამეები არ ძინავს შენზე დარდით..
Baxt
12 მაისი 2020 22:30
4
კიდევ გულმოწყალე ყოფილა შოთი შენს მიმართ. ის 10-15 წუთიც ზედმეტი იყო შენთვის, ეგეც არ უნდა ეთამაშებინა. აქ უბეკობა ქართველობაზე არაა. ზოგადად მწვრთნელის პრეროგატივაა ვის შეცვლის და თამაშს როგორ გადააწყობს. შედეგზე პასუხიც მას მოეთხოვება. უზბეკ ფეხბურთელს კი არა, შეცვლით უკმაყოფილება მესის და რონალდოს არ ეპატიება, ეს ვის დაკარგვია. ხელი არ ჩამოართვა ბიჭმა. უზრდელი და თან მაგარი შეუგნებელი რომ მერეც ვერ მივხდა, მისულიყო და ბოდიში მოეხადა. უთანხმოება მაქვსო... უთანხმოება აზრთა სხვადასხვაობაა და ამის საქციელს სხვა რამ ჰქვია, მაგრამ ეგ არის და როგორ მიხვდება აბა თავის საქციელს. ის ოსი პოლიტიკოსი გამახსენდა "ია პროსტო ჩლენ, ი ვსიო, ბოლშე ნიჩევო... პროსტო ჩლენ ჟე ნე მოჟეტ უჩავსტოვაც ვ პერეგავორვახ" :)))
ხელი არ ჩამოართვა ბიჭმა :)))
12 მაისი 2020 22:12
3
100% ხარ!!!
გეგი
13 მაისი 2020 01:09
1
ბაჯოსაც ეგ პრობლემა ჰქონდა იმ ფინალის შემდეგ(ცინაა ეს :)) )
L.J.
12 მაისი 2020 15:52
6
ახლა მაინც რომ გაემტყუნებინა თავი,კიდევ გავუგებდი,მაგრამ ვირულად მოიქცა,არც ნანობს და ახლაც გაღმა ემდურის?რა ჰქონდა მისი სახვეწარი შოთის?მაგ ჭკუით,ძალიან შორს წავა.
სოსო
12 მაისი 2020 15:37
6
ეგი ნაციონალი ყოფილა
სოსო
12 მაისი 2020 18:48
4
ბარსას და რეალს მიაწექი, უეჭველად აგიყვანენ.
WTF
12 მაისი 2020 14:39
6
პერსპექტივა აქვს ბელორუსიის ჩემპიონატის სტატისტიკიდან გამომდინარე...
L..J.
12 მაისი 2020 15:59
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული