goal.philenews: ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა და არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა

AutoSharing Option
კვიპროსული goal.philenews-ი იტყობინება, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ანორთოსისში" არ დაბრუნებულა:

"პირველი დივიზიონის თითქმის ყველა გუნდმა დაიწყო ვარჯიში, რათა ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში მზადყოფნაში იყვნენ. "ანორთოსისის" მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში ერთი ფეხბურთელი არ არის და არავინაა დარწმუნებული, დაბრუნდება თუ არა.

ეს ჯანო ანანიძეა, რომელიც იანვარში  მოლოდინითა და ამბიციებით მოვიდა, რომ გუნდის თამაშზე დადებითი გავლენა მოეხდინა. მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ "ოქროს ცვლილების" მოთამაშე იყო. ჩემპიონატის 6 მატჩში 193 წუთი ითამაშა. არადა, ტვ-შოუების მეშვეობით მის შესახებ თამასა ასწიეს და რა თქმა უნდა, იმ მრავალი
მილიონის გამო, რომელიც მასზე რუსულმა კლუბმა დახარჯა.

ჯერ ტრავმა მიიღო, შემდეგ კი პანდემიის გამო დაუშვილთან ერთად სამშობლოში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა. დაუშვილი უკან დაბრუნდა, კარანტინის პერიოდი გაიარა და ვარჯიშს შეუდგა. არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა ანანიძე, რადგან აეროპორტები დაკეტილია და მისი გამომგზავრება მხოლოდ კერძო თვითმფრინავითაა შესაძლებელი".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რომელი რეისით დაბრუნდეს კვიპროსში!? რომელი ავიაკომპანია ასრულებს დღეს პირდაპირ ფრენას ან ჩარტერს!? აგერ ქობულეთამდე ვერ ჩადიოდა კაცი თბილისიდან და თქვენ კვიპროსში მოინდომეთ!დაუშვილიც რითი ჩავიდა (თუ ნამდვილად ჩავიდა და ჭორი არ არის) საკითხავია. ალბთ გადაცურა შავი და ხმელთაშუა ზღვა!
მწვრთნელი
14 მაისი 2020 13:53
2
დაუშვილი რითი დაბრუნდა, ჯორით?
Grisha
14 მაისი 2020 02:03
2
როდესაც ლობანოვსკის კიევის დინამოდან რეალ სოსიედადში დემეტრაძის ტრანსფერზე ჰკითხეს, ასე უპასუხა - ტრანსფერზე მეტად ეს უფრო შრომითი მოწყობააო. ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა აქაც. უბრალოდ დემეტრაძე გაცილებით შედეგიანი იყო ანანიძეზე.
: )))))))
13 მაისი 2020 16:52
1
ასე დაუფასა სიკეთე.სხვებსაც უფუჭებს საქმეს.მაგი Ბაზაზე რომ დაიმალა და არ გაყვა გუნდს თასის თამაშზე,უკვე მაშინ იყო ყველაფერი გასაგები.არაა პროფესიონალი.
კახა ქ.
13 მაისი 2020 15:46
4
ეს ქინქლაძესთან რა მოსატანია,მარა მისნაირი ზარმაცი და არაპროფესიონალია.ძალიან მალე მიიწვევენ ურალში,რუბინში და ყაზახეთში.საუკეთესო ვარიანტში რიზესფორში
Master
13 მაისი 2020 15:28
6
ასეთ მოთამაშეებს რეალურად კარიერა არ ადარდებთ. ურალში იქნება თუ რუბინში თუ ყაზახეთში, დიდ ხელფასს აიღებს, თან რეალურად არც ითამაშებს, ივლის მოედანზე, ან სათადარიგოში იჯდება.
არ ვცემ პატივს ასეთ მოთამაშეებს, რომლებსაც არანაირი ჟინი და სწრაფვა არ აქვთ.
ასეთ კაცს ნაკრებში რა უნდა. ანანიძე კლასიკური მაგალითია, როგორ უნდა დაიკიდო ყველაფერი როცა უკვე ბევრი ფული გაქვს ნაშოვნი.
ნიჭის გაფლანგვა ქართველებს მაგრად გვეხერხება.
სანდრო იაშვილი გახსოვთ? უნიჭიერესი. საოცარი მონაცემების ფორვარდი. და რა მერე...მაიმუნობას გადააყოლა კარიერა. წავიდა შვეიცარიაში და დაიკიდა ყველაფერი. ერთ წელიწადში გამოაგდეს კიდეც.
რომელი ერთი გავიხსენოთ, ქინქლაძე? 25 წლის მერე აღარც უთამაშია. დადიოდა ან სკამზე იჯდა. აგერ ოქრიაშვილი, ლაშა ჯაკობია.
გენა
13 მაისი 2020 16:12
3
ჯანოსთვის დღეს ყველაზე კარგი ვარიანტია ბათუმის "დინამოში" თამაში... ფორმაში იქნება და ნაკრების კარიც ღია იქნება მისთვის.
tngh
13 მაისი 2020 13:45
3
ანანიძის მატარებელმა უკვე კარგა ხანია ჩაიარა, რატომ აიყვანა თემურმა გუნდში ვერ ვხვდები. რაც უნდოდა მას, ფული იშოვა და უკვე ფეხბურთი მისთვის წვალებაა და მეტი არაფერი.
ზურა
13 მაისი 2020 13:36
2
დაანებეთ თავი ჯანოზე სტატიების წერას. ხო ხედავთ არ დადგა მაგისგან ის ფეხბურთელი რასაც ველოდით. დარჩა ჩვეულებრივ დაბალი დონის ფეხბურთელად
Beqa
13 მაისი 2020 10:02
10
კლასი აქვს მოტივაცია აქვს უფრო დაკარგული
L.J.
13 მაისი 2020 10:42
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული