კვირკველია "ლოკომოტივს" დატოვებს? მისით 3 გუნდია დაინტერესებული

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

"ჩემპიონატის" ცნობით, 28 წლის მცველით "კრასნოდარი", "როსტოვი" და "როტორი" არიან დაინტერესებული. "კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა, "როსტოვი" მეოთხეზე, ხოლო "როტორმა" ახლახან მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.

"ლოკოს" მწვრთნელი გუშინ შეეცვალა, იური სიომინის სიომინის ნაცვლად გუნდს მარკო ნიკოლიჩი ჩუდგა სათავეში და არაა გამორიცხული, საბას გადაწყვეტილება სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული.

კვირკველია "ლოკომოტივში" 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში საბამ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
იგრიალე ძმაო, რა შეგრჩება მეტი :)))) ლესტერში შენ არ გინდოდა და იყავი ვოლგოგრადის როტორში. გულდასაწყვეტია...
სერგია
16 მაისი 2020 12:09
10
ეს თუ მართალია რომ ლესტერზე უარი თქვა და როტორი იქნება თუ ზენიტი საერთოდ ვერ მხედავ განსხვავებას.. რა უბედურებაა ჩვენს თავს
Solo
16 მაისი 2020 18:15
3
ევროპაში და მითუმეტეს ინგლისში არ წავიდეს არ შეცდეს, ევროპულ დონეს რა მნიშვნელობა აქვს მთავარი ხომ ფულია ვოლგოგრადის როტორი და მახაჩყალის ანჟი არ ჯობია ?!
........
16 მაისი 2020 12:49
6
რა ევროპაში რიგი უდგას?
ზვიო
16 მაისი 2020 13:45
2
ვინმე ეძახის, ეპატიჟება და ეს არ მიდის?!
aburjga
16 მაისი 2020 14:18
2
ყველა გამოხმაურება
რა გინდათ, ისტორიული კლუბია როტორი :DDDD ჰაჰაჰა, ვაი ვაი, ორი აგური უნდა გვეჭიროს ამათ ხელში ფეხბურთი ვისაც გვყვარს
გენა
16 მაისი 2020 13:56
3
ორ აგურზე არ გეთანხმები. თუ გვეყოფა დაგეთანხმები მარა სამწუხაროდ ორი აგური არ გვეყოფა. იმედია ან აქ დარჩება და ან ევროპაში მინიმუმ საფრანგეთში წავა. ისე გერმანიაც არ იქნებოდა ცუდი რადგან გერმანიაში ქართველებს არ უჭირთ თუნდაც ყენია ავიღოთ რომ არა ტრავმა ვერდერში შესანიშნავად კი დაიწყო 17 წლისამ თამაში არ გაჭირვებია.
roma bejanidze
16 მაისი 2020 19:54
3
რედაქციას: არ ჯობია, რომ ასეთი სიახლეების შესახებ არ დაწეროთ? თუ გადავა რომელიმე ასეთ კლუბში, დაწერეთ, როგორც ფაქტი, რას იზამ?! მესმის მართლაც რეალში, ლივერპულში და პსჟ-ში ეპატიჟებოდნენ! ხომ ველოდით, რომ საბა სადმე დიდ კლუბს იპოვიდა?! რას გვიწუხებთ გულებს ასეთი "სასიამოვნო" ჭორებით?!
N
16 მაისი 2020 21:08
1
ამ სამი გუნდიდან მხოლოდ კრასნოდარს შეუძლია ფინანსურად კვირკველიას გაქაჩვა.
andro
16 მაისი 2020 15:22
2
იქნებ ჩაკვეტაძე მაინც გადავიდეს კარგ გუნდში
gio
16 მაისი 2020 12:21
7
რუსეთში წასული ფეხბურთელი, ავტომატურად უნდა იკვეთებოდეს ეროვნული ნაკრებიდან!
ალექსანდრე
17 მაისი 2020 11:02
14
ასეთი სისულელის დამწერი კიდევ ამ საიტიდან :)
გადასარევი გიორგი
18 მაისი 2020 01:41
0
რუსულ პროდუქციას ვინც ღებულობს, ავტომატურად უნდა იკვეთებოდეს საქართველოს მოქალაქეობიდან.
ვავა ალექსანდრე
17 მაისი 2020 12:49
4
ქალების ბრალია ყველაფერი, იქაური ლამაზმანების შემხედვარე ვეღარ ძლებს გული და ეფლობიან ბიჭები ჭაობში. იგივე სიტუაცია არიან პოლონეთში, უკრაინაში და ბალტიისპირეთში ჩასული ლეგიონერები )
sergo
16 მაისი 2020 19:59
6
"გრანდები" ყოფილან დაინტერესებული მისით. თავისი ბრალია ყველაფერი. შეეძლო ინგლისში თამაში
გია
16 მაისი 2020 17:46
6
როტორი,როტორიიი,რადინა მატ ზავიოტ საბა...ვინც რუსეთში წავიდა იქედან ფეხი ვეღარავინ მოიცვალა კობიაშვილის და გახოკიძის გარდა მგონი.დემეტრაძე კიდე ხო.ანუ იმის თქმა მინდა რომ აღარ აქვთ სურვილი და აღარც თავისი თავის იმედი აქვთ,რომ სხვაგან გაქაჩავენ,კარგად არიან რუსეთში,კარგი ხელფასით და აღარ ფიქრობენ კარიერულ წინსვლაზე,რაც აქვთ იმით სრულიად კმაყოფილდებიან.რას ვიზავთ ესაა ქართული მენტალიტეტი.
master
16 მაისი 2020 19:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული