კვირკველია "ლოკომოტივს" დატოვებს? მისით 3 გუნდია დაინტერესებული

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

"ჩემპიონატის" ცნობით, 28 წლის მცველით "კრასნოდარი", "როსტოვი" და "როტორი" არიან დაინტერესებული. "კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა, "როსტოვი" მეოთხეზე, ხოლო "როტორმა" ახლახან მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.

"ლოკოს" მწვრთნელი გუშინ შეეცვალა, იური სიომინის სიომინის ნაცვლად გუნდს მარკო ნიკოლიჩი ჩუდგა სათავეში და არაა გამორიცხული, საბას გადაწყვეტილება სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული.

კვირკველია "ლოკომოტივში" 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში საბამ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
P.S. უკაცრავად და ლესტერი უნდა ეწეროს......
კახა ქ.
23 მაისი 2020 01:17
0
რუსეთში წასული ფეხბურთელი, ავტომატურად უნდა იკვეთებოდეს ეროვნული ნაკრებიდან!
ალექსანდრე
17 მაისი 2020 11:02
14
ასეთი სისულელის დამწერი კიდევ ამ საიტიდან :)
გადასარევი გიორგი
18 მაისი 2020 01:41
0
რუსულ პროდუქციას ვინც ღებულობს, ავტომატურად უნდა იკვეთებოდეს საქართველოს მოქალაქეობიდან.
ვავა ალექსანდრე
17 მაისი 2020 12:49
4
აბა ციურიხის ელექტროსტალში და მაგდენბურგის ზვეზდა იხვეწებაო? იგენი დაიხოცნენ თუ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17 მაისი 2020 00:43
5
მართლა რა გახდა ეს რუსეთი,მერამდენე ფეხბურთრლი უნდა გაგვიფუჭონ.სპეციალურად უფორმებენ დიდ კონტრაქტებს და ბოლოს სკამზე სვავენ,როგორც ანანიძეს გაუკეთეს მაგასაც მასე უზავენ.
ბესო
16 მაისი 2020 23:36
6
იცით რა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ფეხბურთელების ბრალი უფრო უნდა იყოს. თუნდაც ჯანაშიას ისტორია რომ გავიხსენოთ. ბაღნები ტანიას და გალიას ფეხებშუა გემოს რომ გაუგებენ იმის იქეთ ვერც წარმოუდგენიათ, რომ სადღაც ჩამყაყებულ ევროპაში შეიძლება ცხოვრება იყოს.
დინამოელი
17 მაისი 2020 07:58
0
რედაქციას: არ ჯობია, რომ ასეთი სიახლეების შესახებ არ დაწეროთ? თუ გადავა რომელიმე ასეთ კლუბში, დაწერეთ, როგორც ფაქტი, რას იზამ?! მესმის მართლაც რეალში, ლივერპულში და პსჟ-ში ეპატიჟებოდნენ! ხომ ველოდით, რომ საბა სადმე დიდ კლუბს იპოვიდა?! რას გვიწუხებთ გულებს ასეთი "სასიამოვნო" ჭორებით?!
N
16 მაისი 2020 21:08
1
ჯერ კიდევ ააქვს შანსი დიდი ფეხბურთი ითამაშოს ამისთვის საჭიროა პირველი: მოშორდეს რუსეთს მეორე ბევრი იმუშაოს მინუსების გამოსასწორებლად უნდა მოუმატოს მაქსიმალურად მწვავე გრძელიგადაცემებზე უნდა იმუშაოს ბევრი შეტევებში თამამად უნდა ჩაერთოს ...ძაან მიქარა თავის დროზე ინგლისში რომ არ გადავიდა რაც შეეხება სიომინს ქართველები უყვარს და ასეთები პირველ რიგში იგი თავის სასარგებლოდ მოქმედებდა და მოქმედებს ქართველები თუ უყვარდა და უყვარს გამოვიდეს და თქვას რომ მათი მთავრობა არასწორია როცა ერთმორწმუნე ქვეყანას ბომბავს და ოკუპაციას ეწევაბევრმა შეგნებულმა ცნობილმა რუსმა გააკეთა ეს დაბოლოს ასათიანის მაგალითი წინ უდევს სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს.
კახა
16 მაისი 2020 20:00
11
ქალების ბრალია ყველაფერი, იქაური ლამაზმანების შემხედვარე ვეღარ ძლებს გული და ეფლობიან ბიჭები ჭაობში. იგივე სიტუაცია არიან პოლონეთში, უკრაინაში და ბალტიისპირეთში ჩასული ლეგიონერები )
sergo
16 მაისი 2020 19:59
6
როტორი,როტორიიი,რადინა მატ ზავიოტ საბა...ვინც რუსეთში წავიდა იქედან ფეხი ვეღარავინ მოიცვალა კობიაშვილის და გახოკიძის გარდა მგონი.დემეტრაძე კიდე ხო.ანუ იმის თქმა მინდა რომ აღარ აქვთ სურვილი და აღარც თავისი თავის იმედი აქვთ,რომ სხვაგან გაქაჩავენ,კარგად არიან რუსეთში,კარგი ხელფასით და აღარ ფიქრობენ კარიერულ წინსვლაზე,რაც აქვთ იმით სრულიად კმაყოფილდებიან.რას ვიზავთ ესაა ქართული მენტალიტეტი.
master
16 მაისი 2020 19:16
3
"გრანდები" ყოფილან დაინტერესებული მისით. თავისი ბრალია ყველაფერი. შეეძლო ინგლისში თამაში
გია
16 მაისი 2020 17:46
6
ამ სამი გუნდიდან მხოლოდ კრასნოდარს შეუძლია ფინანსურად კვირკველიას გაქაჩვა.
andro
16 მაისი 2020 15:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული