footballnews24-ი Tuttosport-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "რომას" ძალიან უნდა "არსენალიდან" იჯარით აყვანილი ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის შენარჩუნება. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ რომში ცხოვრება ძალიან მოსწონს და გუნდის გამოცვლის სურვილი არა აქვს, მაგრამ "მეთოფეები" იჯარას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუგრძელებენ, თუ მათთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მოკლედ, რომაულმა კლუბმა თადარიგი დაიჭირა და მხითარიანის ალტერნატივის ძებნას შეუდგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამი ვარიანტი განიხილება: ყველაზე ძვირად ღირებული მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი მირანჩუკია - 15 მილიონი ევრო. აგრეთვე, ტეტე "შახტარიდან", რომელიც "ბიანკონერის" ამჟამინდელი მწვრთნელის, ფონსეკას შეგირდი იყო და - გიორგი ჩაკვეტაძე
თუმცა, ბელგიური კლუბი ჩაკვეტაძეს იაფად სულაც არ შეელევა, ვინაიდან, როდესაც მისი სამსახურით "ლაციო" დაინტერესდა, ტრანსფერში 15 მილიონი მოსთხოვა.