"მანჩესტერ სიტის" მფლობელის, შეიხ მანსურის კომპანია City Football Group-მა გაკოტრების პირას მყოფი ბელგიის მეორე დივიზიონის "ლომელი" შეიძინა, რომლის ღირსებასაც ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე იცავს.
24 წლის ვაჩიბერაძე კლუბში სერიოზული ინვესტორის მისვლას გამოეხმაურა:
"ამ სიახლემ გამახარა. ახლა მიზნად პირველ ლიგაში გადასვლას დაგვისახავენ. ამოცანები მაქსიმალური იქნება და ეს ძალიან კარგია.
როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე ალეკსანდრ ზინჩენკოს დავურეკე, მაგრამ მან არაფერი იცოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ზინჩენკომ მომწერა, რომ "სიტიმ" "ლომელი" შეიძინა. მინდა მასთან ერთ მოედანზე ვითამაშო", - ციტირებს ვაჩიბერაძეს ua-football-ი.
"ლომელი" ვადამდე
დასრულებულ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა, ვაჩიბერაძემ კი 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე ალეკსანდრ ზინჩენკოს დავურეკე, მაგრამ მან არაფერი იცოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ზინჩენკომ მომწერა, რომ "სიტიმ" "ლომელი" შეიძინა. მინდა მასთან ერთ მოედანზე ვითამაშო", - ციტირებს ვაჩიბერაძეს ua-football-ი.
"ლომელი" ვადამდე
ვაჩიბერაძე "შახტარის" დუბლებში 2012-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო ზინჩენკო 2010-2014 წლებში.