ნიკა კაჭარავა, სავარაუდოდ, "ანორთოსისს" დატოვებს

AutoSharing Option
კვიპროსის 24sports-ის ჟურნალისტი დიმიტრის ხრისტოფორი იტყობინება, რომ 26 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, დიდი ალბათობით, "ანორთოსისს" დაემშვიდობება.

ხრისტოფორის მტკიცებით, ზაფხულში ფამაგუსტური გუნდი გადახალისდება და მის რიგებს, ალბათ, ფორვარდები - კაჭარავა და ვეტერანი სლოვაკი მიხალ დურიში დატოვებენ, კაჭარავამ თავი ურიგოდ არ წარმოაჩინა, თუმცა დიდ მატჩებში მისგან მეტს მოელოდნენ.

კაჭარავა "ანორთოსისში" 2018 წელს "კორონადან" გადავიდა, ვადამდე დასრულებული ჩემპიონატის 18 მატჩში კი 6 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატის შეჩერების მომენტში, 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით ლიდერობას "ომონია" და "ანორთოსისი" იყოფდნენ და  დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებულად ნიქოზიური კლუბი
გამოაცხადეს.

altთემურ ქეცბაია დეპრესიაშია - თვლის, რომ ტიტული მოპარეს

alt"ანორთოსისის" დირექტორი: ოქრიაშვილს უკეთეს გუნდში გადასვლაში ხელს შევუწყობთ

altკვიპროსში სეზონი დაასრულეს, "ანორთოსისი" ჩემპიონის ტიტულის და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვეს

altანანიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ევროპა ლიგაზე უფრო ძლიერი გუნდი დაჭირდება ქეცბაიას. თავდამსხმელი რომელსაც არ შეუძლია კვიპროსის ჩემპიონატის დონეზეც კი მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი, სავარაუდოდ დიდად ვერაფერით დაეხმარებოდა გუნდს ევროპა ლიგაზე. ნელნელა აშენებს ქეცბაია საჩემპიონო გუნდს. წელს უფრო ძლიერი გუნდი ეყოლება სავარაუდოდ ვიდრე შარშან. იმედია ოქრიაშვილიც დარჩება ერთი წელი მაინც დაუშვილთან და ლორიასთან ერთად. ასეთი მუდმივი პრაქტიკა არსად ექნება თორნიკეს როგორც თემურთან. თან ევროპა ლიგასაც ითამაშებს და ნაკრებსაც გამოადგება.
თემურ წარმატებები
23:25 20-05-2020
1
წამოდი ნიკა ბათუმში
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
23:24 20-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული