ყაზანის "რუბინის" მცველის, ნიკოლაი პოიარკოვის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა.
ნიკოლაის რეზულტატი ორჯერ გადამოწმდა და ორივე შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო.
კორონავირუსით დაინფიცირება "რუბინისთვის" პირველი არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ კონსტანტინ პლიევსაც დადებითი პასუხი აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ დაინფიცირებულს არ ჰქონია დანარჩენ ფეხბურთელებთან კონტაქტი. პოიარკოვი კი იზოლაციაში იქნება.
შეგახსენებთ, "რუბინში" ქართველი ლეგიონერები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ.
დავითაშვილი და კვარაცხელია ყაზანში ავტომობილით ჩავიდნენ - მათ თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზურიკო დავითაშვილი: მსოფლიოა განსაცდელში და ჩემს პრობლემაზე ლაპარაკი უხერხულია