კვიპროსული პრესა: ქეცბაიას კიდევ 2 ქართველის დამატება სურს

AutoSharing Option
რამდენიმე კვიპროსული გამოცემის მიხედვით, ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ესპანელი ნახევარმცველის, რაიოს შემცვლელის პოვნა სურს და პოტენციურ ფეხბურთელს ქართულ ბაზარზეც ეძებს.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ თემურს 2 ფეხბურთელი სჭირდება: შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი და მარჯვენაფლანგელი გარემარბი, რომელსაც არც მცველების დახმარება შეეზარება.

წყაროთა უმრავლესობა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ქეცბაია ფეხბურთელებს ქართულ, კვიპროსულ და ბერძნულ ბაზარზე ეძებს.

ავტორთა დიდი ნაწილი ხაზს უსვამს ქეცბაიას სწორ სელექციას ქართველი ფეხბურთელების მიმართულებით და ამიტომაც მიაჩნიათ სავსებით შესაძლებლად, რომ თემურმა "ანორთოსისში" ორივე პოზიციაზე ქართველი მოთამაშე
მიიყვანოს.

ჩვენ უკვე ვწერდით გიორგი პაპუნაშვილის თაობაზე, რომ ფამაგუსტელთა დამრიგებელმა მას დაურეკა კიდეც. გიორგი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. გამთამაშებლად ქეცბაიას ჯანო ანანიძე ესახებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა "ანორთოსისი" დატოვა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანომ ანორთოსისიდან წასვლით ბოლო იმედი გადამიწურა რომ პროგრესი ექნებოდა და რამეს იზავდა
4
ჯანო არაფრისმაქნისია.
status quo
17:41 01-06-2020
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული