არველაძე კარანტინშია - "ფახთაქორი" ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთში დაბრუნდა და სავალდებულო საკარანტინო რეჟიმის გავლა უწევს, გუნდი კი ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება.

როგორც championat.asia იტყობინება, გუნდს შოთას ასისტენტები ავარჯიშებენ, თავად არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

უზბეკეთის ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება. ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "ფახთაქორი" პირველ შეხვედრას გასვლაზე, "სოგდიანას" წინააღმდეგ გამართავს.

უზბეკეთის სუპერლიგაში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ კი "ფახთაქორი" 9 ქულით ლიდერობას "ნასაფთან" ერთად იყოფს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთ ქართველი ფეხბურთელი მაინც წაგეყვანა სალაპარაკოდ,დავიჯერე იმ უზბეკ ფეხბურთელებზე ნაკლებია ქართველები,ქეცბაიას მაგალითი არა მაგრამ ერთი კაცი არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ ნაცებმა ისე მოწამლეს ხალხი
gurji
16:31 02-06-2020
19
ფული მიეცი და წავლენ დაუფიქრებლად, ყველას არ ეხება
irakli
22:33 02-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული