კორონავირუსის გამო შეჩერებული ავსტრიის ბუნდესლიგა განახლდა და ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბერგერთან" 1:2 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქუსლის ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას ქართველი ლეგიონერი ვერ მიიღებდა, მან შეუცვლელად ითამაშა.
საჩემპიონო ექვსეულში გრაცული გუნდი 16 ქულით უკანასკნელ ადგილზეა და 7 ივნისს ვენაში "რაპიდს" შეხვდება.
კიტეიშვილმა ჩემპიონატის 21 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.