ხვალ, 3 ივნისს, ავსტრიის ბუნდესლიგა განახლდება და გრაცის "შტურმი" საკუთარ მოედანზე "ჰარტბერგს" მიიღებს, მასპინძელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა კი, შესაძლოა, მატჩი გამოტოვოს.
როგორც sportreport.biz იტყობინება, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ქუსლი აწუხებს და ტურნირის რესტარტის პირველი შეხვედრა ამიტომ შეიძლება გაუცდეს.
24 წლის ოთარ კიტეიშვილი "შტურმის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. განვლილი 22 ტურიდან ოთარმა 21 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველის ანგარიშზე 4 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
რეგულარული სეზონის შემდეგ გუნდები გასავარდნ და საჩემპიონო ჯგუფებად იყოფიან. გრაცის "შტურმი" საჩემპიონო რაუნდში
თამაშობს, 16 ქულით მე-5 პოზიციაზე გახლავთ და პირველზე მყოფ "ზალცბურგს" 8 ქულით ჩამორჩება. წინ კი 10 თამაში გახლავთ.