საქართველოს ნაკრებისა და ბერძნული "პანიონისის" ფორვარდი ბაჩანა არაბული სუპერ ლიგის განახლების შემდეგ პირველი მსხვერპლი გახდა და ფეხის კუნთის დაუზიანდა.
ქართველი თავდამსხმელი "ვოლოსთან" შეხვედრაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 41-ე წუთზე შეცვალეს. gazzeta.gr-ის ინფორმაციით ქართველს მძმე ტრავმა არ აქვს და წესით, მალე უნდა დაბრუნდეს.
ბაჩანას კლუბმა, რომელიც ლიგაში დასარჩენად იბრძვის, მეტოქის საკუთარ მოედანზე დამარცხება მოახერხა - 1:0. შემდეგ მატჩს "პანიონისი" გასვლაზე, "ასტერას ტრიპოლისთან" 15 ივნისს გამართავს.
არაბულმა საბერძნელის სუპერლიგის მიმდიანრე სეზონში 6 გოლი გაიტანა.