ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ვენაში 0:4 განადგურდა "რაპიდთან".

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ოთარი სამი დღის წინ "ვოლფსბერგერთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) კარგად გაისარჯა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან ჩემპიონატის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

გრაცული გუნდი ჩემპიონატზე მიჯრით მესამე მატჩში დამარცხდა, ფინალურ ექვსეულში 16 ქულით მე-6 ადგილზეა და 10 ივნისს ლიდერ "ზალცბურგს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული