კვირკველია ყოფილი სსრკ-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მცველთა ხუთეულში

AutoSharing Option
sportclub-მა, transfermarkt-ის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცის 5 ყველაზე ძვირად ღირებული მცველის სია შეადგინა და მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია მე-4 ადგილზეა.

"ფეხბურთი მუდმივად იცვლება. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ეს ხუთეულია. ისინი თავიანთი სატრანსფერო ღირებულებით მნიშვნელოვნად აღემატებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ძვირფას თავდამსხმელებს. აგრეთვე, შეუძლიათ ტოლ-სწორად კონკურენცია გაუწიონ ნახევარმცველებს.

4. საბა კვირკველია, 6.5 მლნ ევრო

ტოპ-ში მოხვედრილი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ყოფილი სსრკ-ის ორ მთავარ ნაკრებს არ წარმოადგენს. ქართველმა თითქმის მთელი კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გაატარა, თავი "რუბინსა" და
"ლოკომოტივში" წარმოაჩინა. ამ სეზონში კვირკველია "რკინიგზელთა" მთავარი მჭიდიდან ამოვარდა, თუმცა უკანასკნელ წლებში კონკურენტებიც მოუმრავლდა. ჭორების თანახმად, "ლოკო" წინააღმდეგი არ არის, 28 წლის ცენტრბეკის გაყიდვით ფული გამოიმუშაოს, ეს გადაწყვეტილება კი მცდარად მოჩანს".

აღნიშნული ხუთეული ასეთია:

1. მარიო ფერნანდესი (ცსკა, რუსეთი) და ოლეკსანდრ ზინჩენკო (მანჩესტერ სიტი, უკრაინა) - 24 მლნ.
2. ვიტალი მიკოლენკო (კიევის დინამო, უკრაინა) - 9 მლნ.
3. იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი, უკრაინა) და გიორგი ჯიქია (სპარტაკი, რუსეთი) - 8 მლნ.
4. საბა კვერკველია (ლოკომოტივი, საქართველო) - 6,5 მლნ.
5. ვიაჩესლავ კარავაევი (ზენიტი, რუსეთი) - 5,5 მლნ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეკომენარეების გასაგონად ვიტყვი რომ არ იცით ძმებო რაშიც არის საქმე,ეს ტერმინი პოსტსაბჭოთა იმიტომ იწერება რომ ჩვენივე ქვეყანა დათანხმდა ამას შევარდნაძის მმართველობის შემდეგ და კანონით ვიწოდებით პოსტსაბჭოთა ქვეყანად და არა საქართველოს დემოკრაიული რესპუბლიკის მემკვიდრედ.გამსახურდიას დროს ვიწოდებოდით საქართველოს 1918 წელს დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ მაგრამ რუსმა შევარდნაძემ ეს ყველფერი ნიავს გაატანა,ასე რომ უკანონოდ არაფერი გადმოთარგმნილა...
ბაჩო
13:24 09-06-2020
1
„პოსტაბჭოთა“ რუსეთში და ტაჯიკეთში ეძებონ.
საქართველოზე ეს ტერმინი არ უნდა გავავრცელოთ.
ისევე როგორც „1921 წელს საქართველოს გასაბჭოება“ რომ იყო ტერმინი. გასაბჭოება კი არა ოკუპაცია მოხდა. მორჩა და გათავდა. ყველაფერს ერქვას თავისი სახელი.
ჯერი
11:30 09-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული