დავითაშვილს გაუტანია - საიდუმლო მატჩის დეტალები გახმაურდა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში ერთი ამბავი ატყდა იმის გამო, რომ ყაზანის "რუბინმა" და "კრილია სოვეტოვმა" საიდუმლო მატჩი ნებართვის გარეშე ჩაატარეს. ნებართვა კი კორონავირუსის გამო უნდა მიეღოთ. ყაზანური კლუბის საიტი "არალეგალური შეხვედრის" შესახებ არაფერს იტყობინება. სამაგიეროდ, Kazanfirst-მა გაავრცელა ინფორმაცია.

გამოცემის ცნობით, მატჩი არა "აკ ბარსის" სტადიონზე, არამედ კლუბის ბაზაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1. ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. შეგახსენებთ, მის გარდა, "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.

მოგვიანებით სამარული კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი სავარჯიშო თამაში იყო:

"ჩვეულებრივი სავარჯიშო მატჩი. არის
ოფიციალური მატჩები, არის სავარჯიშოები".

განახლებული რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში "რუბინი" 20 ივნისს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არიან ფეხბურთელები რომლებიც ნაადრევად კაცდებიან და შემდეგ სამაგიეროდ სულ
მაგ დონეზე რჩებიან და ვეღარ უმატებენ თამაშს. რატომღაც დავითაშვილის აღნაგობას რომ ვუყურებ, ეგ შეგრძნება მიჩნდება რომ უკვე დაკაცებულია და ვეღარ მოუმატებს მეს. ძალიან გამიხარდება თუ შევცდები
უეინ რუნი
10:11 09-06-2020
1
ტოპ კლუბების თამაში ტოპ ფეხბურთელებით
ემიგრანტი
21:48 08-06-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული