"უფას" მწვრთნელი: ტაბიძე "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" თავისუფლად ითამაშებდა

AutoSharing Option
რუსული "უფას" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა Youtube-არხ Nebel-თან საუბრისას თავისი გუნდის ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც უპრობლემოდ ითამაშებდნენ RED BULL-ის წამყვან კლუბებში - "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" და პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე ახსენა.

"ვინ შეძლებდა "უფას" შემადგენლობიდან "ზალცბურგსა" და "ლაიპციგში"? კარგი შეკითხვაა. ასეთები ტაბიძე, ნედელჩეარუ, ფომინი და სისუევი არიან", - განაცხადა ევსეევმა.

ასევე, "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა თქვა, რომ რუმინელი მცველის, ნედელჩეარუს საკუთარ რიგებში ხილვა "რომასა" და "უდინეზეს" სურდათ და დაამატა, რომ მის მსურველთა რიცხვში ბუნდესლიგის კლუბებიც არიან.

რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ისიც, ნედელჩეარუს მსგავსად, 24 წლისაა და ცენტრალური მცველია ("უფა" 3 ცენტრმცველით თამაშობს, ნედელჩეარუ მარჯვნივ დგას, ჯიმი - მარცხნივ) და ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით სჯობს თავის რუმინელ თანაგუნდელს.

"უფა" კი სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ავსტრიულმა კომპანია RED BULL-მა შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Ар
Алика
12 ივნისი 2020 00:06
1
По шеудениа ред Буллс Уфа
Алика
12 ივნისი 2020 00:06
2
იქნებ ეს ტექსტი გუგლით გადაგვითარგმნო ქართულად, მე ვერ ვიპოვე ეს ენა.
ლინგვისტი
14 ივნისი 2020 02:13
0
არ გვიანდა ბიძია ჩვენ ევროპა, თქვენი ნეხვი გვირჩევნი და გვაცალე რა.დდ
jjj
11 ივნისი 2020 20:10
8
ტაბიძეს პროგტრესი აშკარაა და იმედია გაგრძელდება რომელიმე მათგანში. რადგან RED BULL-მა შეიძინა უფა ეს უკვე რეალობაა ახლო მომავალში. წარმატება ჯიმის.
G.LA
11 ივნისი 2020 18:33
0
ტუზი დაგეცა ძმაო ისევ ეგენი თუ წამოგიყვანენ რუსეთიდან თორე რუსებმა კვირკველიას რაც უქნეს წინა წელს ვიცით
რომა
11 ივნისი 2020 18:13
5
სათაურსს 5+იტ
L.J.
11 ივნისი 2020 17:54
0

სიახლეები პოპულარული