championat.com-მა ტაბიძე "დაუფასებელთა" სიმბოლურში შეიყვანა - უცნაურია, რატომ თამაშობს ისევ "უფაში"

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა და ნახვადმა რუსულ სპორტულმა საიტმა championat.com-მა გამოაქვეყნა რუსეთის პრემიერლიგის შემოდგომის საუკეთესო 11-ეული, რომლებსაც დამსახურებულზე ნაკლებ ყურდღებას აქცევენ და ცენტრალური მცველის პოზიციაზე "უფას" ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე დაასახელა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მოთამაშის შესახებ:

"თუ რუმინეთის ნაკრების მცველი ნედელჩარუს მიმართ მისი იტალიაში ვერშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბევრს აღარ წერენ, მის პარტნიორ ჯიმი ტაბიძის შესახებ პრესაში სტატიას უფრო ნაკლებად წააწყდებით.

ტაბიძე - ნამდვილად ძლიერი მცველია ევროპული ეკონომ-სტანდარტების მიხედვით: ის ძალიან კარგად თამაშობს ართმევაზე, არაფერს თმობს მინდორზე ბრძოლისას, დისტანციის მიუხედავად აქვს ძალიან
კარგი პირველი პასი და მარცხენა მცველს აძლევს საკუთარი ნახევრიდან მოშორებით თამაშის საშუალებას.

ამის გარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტაბიძეს მშვენიერი სისწრაფე აქვს, რაც მას რუსეთის ჩემპიონატისთვის თითქმის შეუცვლელ ფეხბურთელად აქცევს - საკმაოდ უცნაურია, რატომ თამაშობს ტაბიძე ისევ "უფაში". ამ სეზონში ქართველი მცველი, უბრალოდ, ძალიან ძლიერია."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
სულ დაუფასებლები არა ვართ ქართველები მაგათ ტუპიაკ მოდგმას ვერაფერი ვერ დავანახეთ
1945
23:29 04-12-2019
1
ძალიან კარგი მცველია ნაკრებშიც. მან უფაში მოახერხა პროგრესირება. ახლა საჭიროა უმთAვრესი რამ მოხდეს, მისთვისაც დანარჩენი ქართველი ფეხბურთელებისთვისაც და მთლად საქართველოსათვის, გავიდეთ ევროპაზე და იქედან დარწმუნებული ვარ კარგ გუნდებში მოხვედრის დიდი შანსიც გაუჩდება არა მართო ტაბიძეს არამედ რამოდენიმე ჩვენ ბიჭებსაც.
G.LA
22:44 04-12-2019
1

სიახლეები პოპულარული