რუსული "უფას" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა Youtube-არხ Nebel-თან საუბრისას თავისი გუნდის ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც უპრობლემოდ ითამაშებდნენ RED BULL-ის წამყვან კლუბებში - "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" და პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე ახსენა.
"ვინ შეძლებდა "უფას" შემადგენლობიდან "ზალცბურგსა" და "ლაიპციგში"? კარგი შეკითხვაა. ასეთები ტაბიძე, ნედელჩეარუ, ფომინი და სისუევი არიან", - განაცხადა ევსეევმა.
ასევე, "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა თქვა, რომ რუმინელი მცველის, ნედელჩეარუს საკუთარ რიგებში ხილვა "რომასა" და "უდინეზეს" სურდათ და დაამატა, რომ მის მსურველთა რიცხვში ბუნდესლიგის კლუბებიც არიან.
"უფა" კი სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ავსტრიულმა კომპანია RED BULL-მა შეიძინა.
"უფას" მწვრთნელი: ტაბიძეს განსაკუთრებული პროგრესი აქვს
არ იყიდება, ის ხომ მთელ გუნდს მუხტავს - ჯიმი ტაბიძე ლეგიონერებში გამოარჩიეს
ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგაში ართმევებით ტოპ 3 ფეხბურთელს შორისაა
championat.com-მა ტაბიძე "დაუფასებელთა" სიმბოლურში შეიყვანა - უცნაურია, რატომ თამაშობს ისევ "უფაში"