![](https://sportall.ge/pictures/image31/282526303240bdcd14bbabfa88515dc7.jpg)
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" 27 წლის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა მეორედ დაქორწინდა, - იტყობინება football.ua.
ქორწილის სურათი თავის "ინსტაგრამზე" ხოჭოლავას ახალმა მეუღლემ, იულია სიდორენკომ გამოაქვეყნა.
"22 წლის იულია ხარკოველი მოდელია. ის ახლა ფეხბურთელების მეუღლეებს შორის ერთ-ერთი ულამაზესია - "მის უკრაინა 2016"-ის კონკურსის ფინალისტია.
სწორედ სიდორენკოს გამო მიატოვა ხოჭოლავამ მეუღლე, ყოფილი მოდელი ალინა, რომელზეც 2018 წლის მაისში იქორწინა", - აღნიშნავს გამოცემა.
![დავით ხოჭოლავა "მის უკრაინა 2016"-ის ფინალისტზე დაქორწინდა, რომლის გამო მეუღლეს გასცილდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/dbfbe4c6d7afdea5342e10f63569bae9.jpg)