"ლევანტემ" "სევილიასთან" ფრეს მიაღწია - ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო

AutoSharing Option
ლა ლიგის 28-ე ტურში "ლევანტესა" და "სევილიას" მატჩი 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანდალუსიელები მუნირის პასით ლუკ დე იონგმა დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა დიეგო კარლოსმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი.

"სევილია" 51 ქულით მესამე ადგილზეა, "ლევანტე" კი - 35 ქულით მე-12 პოზიციაზე.

"ლევანტეს" მწვრთნელმა პაკო ლოპესმა 5 ცვლილება განახორციელა, მაგრამ განაცხადში მყოფი 20 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე არ შეუშვა.

ქოჩორაშვილი "ლევანტეში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და დუბლებში ასპარეზობდა.

20 ივნისს "ლევანტე" სტუმრად "ესპანიოლს" დაუპირისპირდება და შეიძლება
გიორგის თამაში მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ესეთებს ჭირდებათ ეხლა ხელის შეწყობა ესპანეთში თამაშობს ბიჭი გამოიძახოს ვაისმა მოსინჯოს მისცეს შანსი არამგონია ლევანტეს დუბლებიდან გადმოეყვანათ მთავარ გუნდში მონაცემები რომ არ ქონდეს.წარმატებები
თემური
00:20 17-06-2020
0
მეც ვეთანხმები ლაშას.ძალიან საინტერესო ბიჭია,1999 იანია და აშკარად ყურადღება მისაქცევია ვიდრე გაპიარებული მამიკოს ბიჭები.
ზეზვა
12:57 16-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული