პაპუნაშვილის ბედი სეზონის ბოლომდე გარკვეულია

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldiariomontanes.es-ი სტატიას საქართველოს ნაკრების შემტევ გიორგი პაპუნაშვილის შესახებ აქვეყნებს და წერს, რომ "პაპუ" სეზონის ბოლომდე სანტანდერის "რასინგში" დარჩება.

გიორგი გასულ ტურში, "ჟირონასთან" შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდა. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო საუბარი მის "სარაგოსაში" დაბრუნებაზე.

საიტი წერს, მიუხედავად იმისა, რომ პაპუნაშვილს გადასვლის შემდეგ "რასინგის" თამაშში დიდი წვლილი არ შეუტანია, მოედანზე გატარებული მცირე დროითაც აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. თუმცა მიღებულმა ტრავმამ უკეთ გამოსვლაში შეუშალა ხელი.

გამოჯანმრთელების შემდეგ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უფრო და უფრო უჭირს. სანტანდერელთა მწვრთნელმა ოტრამ განაცხადა,
რომ "პაპუს" განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზი ის იყო, რომ მან ისეთი ფეხბურთელები არჩია, რომლებიც დაცვას მეტად ეხმარებიან.

მომდევნო ტურში "რასინგი" საკუთარ მოედანზე "ტენერიფეს" დაუპირისპირდება. მასპინძლებს შემტევი ხაზის მოთამაშე ჰყავთ დამტვრეული და გამოცემის ვარაუდით, თუ "პაპუ" მწყობრშია, მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენებაც არ არის გამორიცხული.




მკითხველის კომენტარები / 2 /
განაცხადში კიდე იმიტო არ შეყავთ რომ თუ შეიყვანენ უჯდა ათამაშონ საკმაო ხანი წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ და ეს არ აწყობთ ასეთია კონტრაქტის პირობები. შენ ისევ ქეცბა თუ გიშველის თორემ ლალიგაში გადასულ გუნში გათამაშებენ? ანორთოსისი ახლა პაპუსაც უნდა აწყობდეს და ანორთოსსაც
ჰჯვჰ
09:56 19-06-2020
0
მე მგონი საერთოდ ამის საფეხბურთო ბედია გაურკვეველი
: )))))))
21:32 18-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული