აქამდეც ვწერდით, რომ გიორგი პაპუნაშვილის მომავალი ესპანურ "სარაგოსაში" ბინდით არის მოცული და ისიც ცნობილი იყო, რომ ქართველი გარემარბით ათენის "პანათინაიკოსი" იყო დაინტერესებული.
ElDesmarque-ი წერს, რომ ბერძნულმა კლუბმა საკმაოდ საინტერესო წინადადებით მიმართა "სარაგოსას". აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთავაზება მომხიბვლელია როგორც კლუბისთვის, ისე ქართველი ფეხბურთელისათვის.
სწორედ ამიტომ, გამოცემა ვარაუდობს, რომ "პაპუ" "სარაგოსას", დიდი ალბათობით, დატოვებს და კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს.
"პანათინაიკოსი" კი ბერძნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე და საჩემპიონო რაუნდის მონაწილეა. "პანათინაიკოსს" ბოლო დროის სამი საუკეთესო გუნდი - აეკი, პაოკი და "ოლიმპიაკოსი" -
უსწრებს.
პაპუნაშვილის მომავალი - ლა ლიგა, სეგუნდა ან სხვა ჩემპიონატი
რას ერჩიან პაპუს?- ათამაშეს, ისევ გაიტანა და "სარაგოსას" თასზე მიათრევს [VIDEO]