როგორ იჩხუბეს ოქრიაშვილის სუპერგოლის გამო "ზენიტის" მეკარემ და ძიუბამ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უთუოდ გეხსომებათ "ზენიტის" კარში "კრასნოდარის" მაშინდელი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილი დიდებული გოლი, რომელმაც მის გუნდს გამარჯვება (2:1) ზედ საფინალო სასტვენის წინ მოუტანა. ის გოლი რუსეთის პრემიერლიგაში 2016/17 წლის სეზონში საუკეთესოდ დაასახელეს.

ის ამბავი პეტერბურგული გუნდის ექსმეკარე იური ლოდიგინმა (ამჟამად ტულის არსენალში თამაშობს) "სპორტ-ექსპესისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა და აღიარა, რომ თანაგუნდელ თავდამსხმელ არტიომ ძიუბასთან ჩხუბი მოუვიდა.

- ძიუბასთან იჩხუბეთ?
- მოხდა ასეთი ამბავი. "კრასნოდართან" ძალიან გულდასაწყვეტი წაგება, ემოციები... შემდეგ თვითმფრინავში, როდესაც პიტერში ვბრუნდებოდით, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მეტად ეს ინციდენტი აღარ
გაგვიხსენებია.

- შირეგებისკენ პირველი ნაბიჯი ვინ გადადგა?
- მეკარეთა მწვრთნელმა ბირიუკოვმა, მან შეგვარიგა.

- ამბობენ, გასახდელში კოკორინი გაშველებდათ.
- დიახ, მთელი გუნდი ცდილობდა ჩვენს დამშვიდებას.

- მუშტების გარტყმამდე მივიდა საქმე?
- დიახ, პრაქტიკულად. შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, ხელები ვუქნიეთ ერთმანეთს. ეს ყველაფერი მხოლოდ 20 წამი გაგრძელდა.

- ჩხუბი ძიუბამ ოქრიაშვილისგან ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო დაიწყო?

- ეგრე იყო. თუმცა, ეს უკვე წარსულია. ნუღარ გავიხსენებთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული