"ვინ ჯანდაბაა აბურჯანია?!" - "ტვენტეს" ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
ენსხედეს "ტვენტეს" ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა რონ იანსმა არც ისე ზრდილობიანი მოსაწონი განცხადება გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიას შესახებ.

რასისტული მიმართვის გამო MLS-ის კლუბ "ცინცინატიდან" გათავისუფლებულმა მწვრთნელმა TC / Tubantia-სთან საუბარში ახსენა ქართველი ფეხბურთელი:

"ვინ ჯანდაბაა აბურჯანია?! თუმცა, არანაირი აზრი არ აქვს მასზე რაიმეს თქმას. გუნდში მხოლოდ 4 ფეხბურთელი გვტყავს, რომლებმაც ერედივიზიეში თავი კარგად წარმოაჩინეს."

იანსს "ტვენტეში" 12 ახალი ფეხბურთელის მოყვანა უნდა, თუმცა ტრანსფერებისთვის კლუბს ფული არ აქვს.

"ჩვენ არ შეგვიძლია სპორტული მიზნების დასახვა და საერთოდაც, შეუძლებელია რაიმე მოლოდინები გვქონდეს,"-
თქვა მწვრთნელმა.

მოგეხსენებათ, გიორგი აბურჯანია გასულ ზაფხულს "სევილიამ" "ტვენტეში" 2-წლიანი იჯარით განათხოვრა.

აღსანიშნავია, რომ voetbalprimeur.nl-ზე გამოქვეყნებული ამ სტატიის ქვეშ გულშემატკივრების კომენტარები ეწერათ, ყველა მხარს ქართველ უჭერდა და აქებდა მას. ხოლო ერთ-ერთი კომენტარი ასე გამოყურებოდა: "ვინ ჯანდაბაა?! ეს ის ფრაზაა, რასაც აბურჯანია იანსზე ფიქრობს!"

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯანდაბა (მამენტ, დოზანაც) რომ ინგლისურად არ ითარგმნება, ეგ კი ვიცი და თუ ჰოლანდიურში არსებობს მაგის შესატყვისი, ნუ დაგვიმალავთ, საინტერესო იქნება ცალსახად...
მ.ტ.
10:31 20-06-2020
2
ხო, უნდა მოუმატოს თორე მაქედანაც გამოაჯვინტავებენ. ისე რაღაც კარგი მონაცემები კი აქვს, მაგრამ დროა მოუმატოს.
ddgfdf
23:10 19-06-2020
0

სიახლეები პოპულარული