აბურჯანია: გულშემატკივართა კრიტიკული დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია

AutoSharing Option
twenteinsite.nl-სთან "ტვენტეს" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გუნდსა და გულშემატკივართა კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

"აქ გადმოსვლა ახალი ნაცნობობა იყო ტედ ვან ლიუვენთან და გონსალო გარსიასთან. "ანორთოსისში" შევამჩნიე, რომ გარსია მწვრთნელობას აპირებდა - თავისი თამაშის ინტელიგენტური მანერით და იმით, თუ როგორ ლაპარაკობდა ფეხბურთზე.

ვიცი, "ტვენტე" დიდი კლუბია. ვიდრე ენსხედეში ჩამოვიდოდი, მისი თამაშები ქვედა დივიზიონში ვნახე და მიკვირდა, რომ მატჩებზე 30 ათასი მაყურებელი მიდიოდა. ეს გაიძულებს იგრძნო, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. "სევილიას" სიტუციას ძალიან ჰგავს. ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზეწოლა იგრძნოს.

გულშემატკივართა კრიტიკული დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია. ასეთ
დიდ კლუბში მედიისგან ყოველთვის დიდი ყურადღებაა და ქომაგები ღელავენ. ეს ნორმალურია. ეს ხშირად ზეწოლას აძლიერებს. თანაც, კარგია, ვინაიდან გრძნობ, რომ ნამდვილი გულშემატკივრები არიან და მათთვის გუნდის ბედი სულერთი არ არის".

altაბურჯანია ნიდერლანდების ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

altნახეთ, რა საჯარიმო გაუტანა აბურჯანიამ "ალკმაარს" [VIDEO]

altგიორგი აბურჯანია შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში "ტვენტეს" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]

alt"ტვენტეს" ტექნიკური დირექტორი: აბურჯანია დიდი ხანია "ტვენტეს" გულშია

altჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - გიორგი აბურჯანიას პოსტი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული