გრიგალავამ თავგანწირული თამაშით "არსენალს" პენალტი მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ, გუშინ, 20 ივნისს რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში თავგანწირული თამაშის ფასად საკუთარ გუნდს პენალტი მოუტანა.

შეხვედრის დამატებით წუთებზე "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ თამაშის წესები დაარღვია, მასპინძლებმა მოსკოველთა საჯარიმოში ჩააწოდეს, გრიგალავამ თავით თამაში სცადა, თუმცა ბურთის ნაცვლად სახეში ეშენკოს ბუცი მოხვდა.

საბედნიეროდ ქართველი მცველი ტრავმას გადაურჩა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა "სპარტაკის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლესავოიმ ვერ გაიტანა, თუმცა, დამატებაზე მაინც შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაააფიქსირა - 2:3.

გრიგალავას გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო. ტულელები 28 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ და 27 ივნისს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია გრიგალავა ნამდვილი ქართველი. ჯერ რუსეთის ნაკრებზე თქვა უარი და მერე საქართველოს ნაკრებშიც არასოდეს შეურცხვენია თავი, ყოჩაღ გიას. ღმერთი შენსკენ წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და წინსვლას.
roma bejanidze
12:47 21-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული