გვილიამ დუბლით "ლეგიას" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასაზე "ლეგიამ" ვარშავაში ვაკო გვილიას დუბლით 2:0 დაამარცხა "შლიონსკი".

გვილიამ გოლები 35-ე და 54-ე წუთებზე გაიტანა.

პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატის 31 მატჩში გვილიამ 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ყველა ტურნირზე კი მის ანგარიშზე 10 გოლია.

"ლეგია" 63 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "პიასტს" 10 ქულით უსწრებს და 24 ივნისს გასვლაზე "იაგელონიას" დაუპირისპირდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ გვილია იყო ის ფეხბურთელი, რომელზედაც სულ თავიდან, ჩვენი გაუგებარი სტილით მოთამაშე ნაკრებში, საყრდენად დააყენა და ყველა პირველი ბურთი გვილიასთან მიდიოდა, ის იწყებდა ყველა იერიშს და თანდათან ჩვენი ნაკრების სტილიც გამოიკვეთა, მერე კი სამწუხაროდ, როგორც ბევრ ჩვენს მოთამაშეს ემართება, ზარმაცობა დაიწყო და ბევრი გუნდიც მოიარა, განათხოვრებულიც იყო, ახლა ისევ იმ გვილიას ვხედავთ, როგორიც მას შეუძლია იყოს. ეს ძალიან სასიხარულოა, თუ ჩვენი ფეხბურთელები ასევე მონდომებით მიუდგებიან საქმეს, ჩვენი გამჩერებელი არავინ არაა: გვილია, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, ოქრი{ თუ მოინდომა}, ქვილითაია, ანანიძე{თუ ტრავმებს მოიშორებს}, დავითაშვილი, პაპუ, არაბიძე, ლობჟანიძე, მჭედლიძე, ეს ძალაა, სერიოზული ძალა, ამ ბიჭებს შეუძლიათ ისტორია დაწერონ, მთავარია ეს გაითავისონ და მერე შეასრულონ, ოღონდაც ამას თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, მოინდომებენ? ისტორიას დაწერენ, არადა... ყველაფერი მათ ხელშია. დავიჯეროთ მათი და ერთად დავამარცხოთ ნებისმიერი მეტოქე! წინ საქართველო!!!
bmb
22 ივნისი 2020 16:21
1
საერთოდ დასავლეთ საქართველოდან მეტ ფეხბურთელს უნდა მიეცეს შანსი!
გოროზა
22 ივნისი 2020 10:41
3
კი ეგრეა, ლორია, გრიგალავა, ხოჭოლავა, კვარაცხელია, კვირკველია, კანკავა, გვილია და სხვა აღმოსავლეთელებმა შეგვჭამეს :))))))
კოტე
22 ივნისი 2020 22:34
0
აღმოსავლეთი და დასავლეთი რა შუაშია, მთავარია საუკეთესოებმა ითამაშონ, ძალიან გულდასაწყვეტია რომ ამხელა რეგიონი როგორიც არის კახეთი უმაღლეს ლიგაში გუნდი არ ყოლია ამდენი ხანი, ბავშთა ფეხბურთზე ლაპარაკიც აღარ არის. ისე დასავლეთელებს ყოველთვის გვქონდა ფეხბურთის ნიჭი, მაგრამ საქართველოში 1 ტალანტიც არ უნდა დაიკარგოს
Megreli
22 ივნისი 2020 12:34
0
ძალიან ვაფასებ გვილიას, კარგი, მონდომებული და რაც მთავარია დაუზარელი ფეხბურთელია!
მერაბი
22 ივნისი 2020 09:41
0
მეგრელების სეზონია.მანგარეფ რეთ მარგაკეფჲ
ბაჩი
22 ივნისი 2020 02:07
8
ძალიან მეიმედება გვილია თან მაგარ ფორმაშია აშკარად და მშრომელიც არის.მთავარია ჯამრთელად იყოს და ამის გამჩერებელი არავინაა შრომის მოყვარეობით შეუძლია მიაღწიოს დიდ წარმატებას
უფრო და უფრო მეტს ველოდები მე პირადად შენგან ვაკო მუშაობა არ შეანელო.წარმატებები
თემური
22 ივნისი 2020 01:14
1
ესეც ვიცოდი რომ კორონაკრიზისის მერე ჩვევები ყველას აჯობებდნენ ფეხბურთში იმიტომ, რომ ჩვენები ნიჭიერები არიან მაგრამ ვარჯიში ეზარებათ ეხლა კი ყველა უვარჯიშებელი როა ჩვენები ნიჭის ხარჯზე ჩანან
შაკო
22 ივნისი 2020 00:36
0
ძალიან მაგარი და მშრომელი ფეხბურთელი. წარმატებები გვილო
ლაშა
21 ივნისი 2020 22:52
0
გუშინ კვარაცხელია, დღეს გვილია. მეგრელები უდარზე არიან, დავაი ჯიმა ქუგალეთ!
c
21 ივნისი 2020 22:42
2
დღეისთვის ვაკო ყველაზე კარგ ფორმაშია. წარმატებები....
giabar
21 ივნისი 2020 22:39
0

სიახლეები პოპულარული