კიტეიშვილი თურქულ გრანდში?! - მოლაპარაკებები მალე დაიწყება...

AutoSharing Option
თურქული A Sports-ის კომენტატორ ჰალდუნ დომაჯის ინფორმაციით, სტამბულის "ფენერბახჩე" საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით არის დაინტერესებული და მასში გუნდის მომავალ 10-ნომერს ხედავს.

"ფენერს" მაქს კრუზეს ჩანაცვლება უნდოდა და ფეხბურთელის ძებნა დაიწყო. fotomac.com.tr-ის ცნობით, თურქები არჩილ არველაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც კიტეიშვილი კარგად დაახასიათა. ამის შემდეგ კლუბმა ოთარზე ინფორმაცია მოიძია და იმდენად კარგი რეპორტი მიიღო, რომ მოლაპარაკებების დაწყებას მალე გეგმავს.

საიტი წერს, რომ კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მას როგორც 8, ისე 10 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში და ყურადღებას
ორივე ფეხით კარგი თამაშით იპყრობს.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილის შეძენა "ფენერბახჩეს" ძალიან იაფად შეუძლია და მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ფენერბახჩეში გადასვლა. წარმატებები მინდა ვუსურვო ოთარს. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
22 ივნისი 2020 14:46
3
დისლაიქი დავწერე და მინდა დავამატო ამიტომ. ღმერთი შენსკენო და მაგაში მეც გიერთდები, ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ნიჭიერ და მშრომელ, ძალიან კარგ ბიჭს! მარა ფენერბაჰჩეში გადასვლა ძალიან დიდი ნახტომი იქნება უკან
გადასარევი გიორგი
22 ივნისი 2020 22:18
1
კარგია თუ მართლა გადავა. შტურმი ამ ეტაპზე არ არის ის გუნდი სადაც კიტეიშვილი უნდა თამაშობდეს. ფენერი ევროპაზეა ყოველ წელს და თურქული ჩემპიონატიც არ ჩამოუვარდება ავსტრიულ ბუნდესლიგას. ოთარისთის საჭიროა შტურმზე ძლიერი გუნდი რომ კარგად წარმოაჩინოს თავი. ფენერბაჰჩე ამ ეტაპზე ძლიერი და უფრო მიზანდასახულია ბევრად ვიდერე შტურმი. წამატებები ოთოს.
G.LA
22 ივნისი 2020 14:32
5
"აუ ოთარ ფენერში არ წახვიდე, თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერია" კომენტარები არ წამოსულა ჯერ ??? )))))))))
შენგელიას სმაილი
22 ივნისი 2020 15:03
26
სისულელეა ეს ცინიზმი. რუსეთი რომ მტერია ფაქტია. რუსეთია ქვეყანა, რომლის ტანკები ჩვენს ტერიტორიაზე აყენია და რომლის ჯარმაც ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან გამოგვიყარა ასე რომ შეეშვით ცინიზმს და რუსეთის თურქეთთან შედარებას. წარმოუდგენელია დღევანდელი თურქეთი აგრესიულ და ჩვენდამი მტრულად განწყობილ რუსეთს შეადარო.
გიორგი
22 ივნისი 2020 15:34
15
თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი და პარტნიორია. მიყვარს ძალიან თურქეთი.
Giorgi kakaladze
22 ივნისი 2020 15:57
24
უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.ჯერ იმიტომ,რომ თურქეთის ჩემპიონატი ავსტრიისაზე მაღალი დონისაა(მგონი არ ვცდები) და მერე მეორე,ფენერბაჰჩე სულ სხვა დონის კლუბია ვიდრე შტურმი.
ასე რომ კარგი იქნება თუ ეს ტრანსფერი შედგება.
ქობულეთიდან
22 ივნისი 2020 15:20
4
ისე შვედეთი რაც განახლდა ხარაიშვილი არ ჩანს და ერთი სტატიაც კი არ დაგიწერიათ რატო. ინტერესის გამო მეთქი რა არის ესეთი გაირკვეველი და მოვინდომე გაგება ზუსტად 5 წუთში გავარკვიე რო თურმე მიკრო ტრავმა აქვს და უკვე მოირჩენს სადაცაა. ჟურნალისტებო მარტო თარგმნა არ შველის თქვენთვითონაც მოიპოვეთ ინფო.
ლაშა
22 ივნისი 2020 22:07
0
ჩვენ რომ არ გვმტრობა არ არსებობს ქვეყანა და გამონაკლისი არც თურქეთია.
სხვათა-შორის არ იქნება ურიგო წიგნი გადაშალოთ ისტორიის და წაიკითხოთ. რუსეთს ომში თურქეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს "ყირიმი" წაართვა და "ჩვენი ერის ნაქებმა რუსეთმა" 1921 წელს როცა დაიპყრო საქართველო "ტაო-კლარჯეთში" გაუცვალა "ყირიმი". ასე რომ ცოტა დაფიქრდით რამეს რომ დაწერთ აქ. რათქმაუნდა ორივე მტერია ისტორიულად და ამას ვერაფერი შეცვლის მაგრამ სადაც ერთს ამბობთ მეორეც თქვით. არც თურქები მიყვარს და არც რუსები სხვათაშორის.
roma bejanidze
22 ივნისი 2020 17:30
2
თურქები მტრები არიან, სომხები და აზერები მტრები ჩასაფრებულები არიან, რუსები მტრები, რავა არავის არ ვევასებით სმნ. ეტყობა ჩვენშია პრობლემა.
semi
22 ივნისი 2020 18:13
17
ქართველებში კი არა ტერიტორიაშია საქმე ძმა რუკაც გაშალე ისტორიის წიგნთან ერთად და მიხვდები.
roma bejanidze
23 ივნისი 2020 15:23
0
სტამბულის ბაზარზზე ქართველებს ყიდიან,
ადრე ძალით იყო, ეხლა კი მიდიან,
მიდიან,
მიდიან,
ხალისით მიდიან,
ჩვენ ცოტა ვრჩებით და
ქვეყანა დიდია.
წნორის მილანი სუყველას კიდია.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
22 ივნისი 2020 16:20
35
შტურმი ძალიან სუსტია ახლა და სასურველია მალე წავიდეს.მარა ფენერიც არაფრად ვარგა ბოლო 2-3 წელია,ხუთეულში მოხვედრაც უჭირს.
Master
22 ივნისი 2020 15:26
4
ნამდვილად არ არის ურიგო ვარიანტი. მართალია წელს ფენერი ცუდად გამოიყურება და შესაძლოა ევროზონაშიც ვერ მოხვდეს, მაგრამ შტურმიც იგივე დღეშია და თანაც ფენერბაჰჩე თურქული გრანდია, ხოლო შტურმზე ამას ავსტრიის მასშტაბითაც ვერ ვიტყვით. თუ უკეთესი ვარიანტი არ ექნება, მაშინ გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან პერსპექტივა უკეთესი ექნება და თუ გუნდის ლიდერი გახდება, მერე უკვე რომელიმე ტოპ ჩემპიონატში შეუძლია მოხვედრა!
სიმართლე
22 ივნისი 2020 15:24
4
turqebisgan mtroba metnaklebad gvtkiva didi dro gavida ai rusebis chatlaxoba gushindelia
კახაბერ
22 ივნისი 2020 15:49
17

სიახლეები პოპულარული