კიტეიშვილი თურქულ გრანდში?! - მოლაპარაკებები მალე დაიწყება...

AutoSharing Option
თურქული A Sports-ის კომენტატორ ჰალდუნ დომაჯის ინფორმაციით, სტამბულის "ფენერბახჩე" საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით არის დაინტერესებული და მასში გუნდის მომავალ 10-ნომერს ხედავს.

"ფენერს" მაქს კრუზეს ჩანაცვლება უნდოდა და ფეხბურთელის ძებნა დაიწყო. fotomac.com.tr-ის ცნობით, თურქები არჩილ არველაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც კიტეიშვილი კარგად დაახასიათა. ამის შემდეგ კლუბმა ოთარზე ინფორმაცია მოიძია და იმდენად კარგი რეპორტი მიიღო, რომ მოლაპარაკებების დაწყებას მალე გეგმავს.

საიტი წერს, რომ კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მას როგორც 8, ისე 10 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში და ყურადღებას
ორივე ფეხით კარგი თამაშით იპყრობს.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილის შეძენა "ფენერბახჩეს" ძალიან იაფად შეუძლია და მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
არა რა, რა გააწყალეს ამ თურქებმა საქმე რა. ფეხბურთელი ვერ ათამაშდა თურქეთმა რომ არ შესთავაზოს კონტრაქტი. სად შტურმი და სად ფენერბაჰჩე. გადავა და დამთავრდა მაგის ფეხბურთი. როგორ მომწონს კიტეიშვილი და აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ევროპელები მალე. იმედია დარჩება შტურმში ჯერ
გადასარევი გიორგი
22:12 22-06-2020
8
ისე შვედეთი რაც განახლდა ხარაიშვილი არ ჩანს და ერთი სტატიაც კი არ დაგიწერიათ რატო. ინტერესის გამო მეთქი რა არის ესეთი გაირკვეველი და მოვინდომე გაგება ზუსტად 5 წუთში გავარკვიე რო თურმე მიკრო ტრავმა აქვს და უკვე მოირჩენს სადაცაა. ჟურნალისტებო მარტო თარგმნა არ შველის თქვენთვითონაც მოიპოვეთ ინფო.
ლაშა
22:07 22-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული