გია ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის კლუბმა "ლვოვმა" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე იქნება.

მხარეებმა ხელშეკრულებას 1 წლის ვადით მოაწერეს ხელი, თუმცა კონტრაქტის მიხედვით არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება.

"ლვოვი" უკრაინის უმაღლესი ლიგის ქვედა ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს იკავებს და "კარპატის" 8 ქულით უსწრებს, თუმცა 4 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. მთავარ გუნდში 1 ფრანგი, 8 ბრაზილიელი და დანარჩენი უკრაინელები არიან.

45 წლის გია ცეცაძე ბოლოს "საბურთალოს" წვრთნიდა. ქართველი სპეციალისტი სათავეში ედგა "სამტრედიას", საქართველოს U-21 და U-19
ნაკრებ გუნდებს, თბილისის "ლოკომოტივსა" და გორის "დილას".

alt"იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა

altდანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!



მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კაცი რაღაცნაირად გორის დილადან მევასება, არც იქ იყო დიდხანს მაგრამ კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ.
fsiuuu
21:49 22-06-2020
2
არ იყო საქართველოდან გასაშვები მწვრთნელი
სოსო
20:22 22-06-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული