გოჩა გოგრიჭიანის შვილი მოსკოვის ცსკა-ში ითამაშებს

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ნახევარმცველ გოჩა გოგრიჭიანის ტრანსფერის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კონტრაქტის პირობები ცნობილი არაა. 20 წლის ფეხბურთელი აქამდე "როსტოვის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გოგრიჭიანი გუნდს ვერ დაეხმარება, რადგან განაცხადში შეყვანილი არ არის.

გოჩა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გოჩა გოგრიჭიანის უფროსი ვაჟია. მოგეხსენებათ, უფროსი გოგრიჭიანი 90-იან წლებში ეროვნული ნაკრების ფორვარდი იყო და კარიერა 2003 წელს სოჭის "ჟემჩუჟინაში" დაასრულა.

რაც შეეხება უმცროს გოჩას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის ახალგაზრდული ჩემპიონატის 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა, რაც
ნახევარმცველისათვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.

altგოჩა გოგრიჭიანის ვაჟი სოჭში ბომბარდირი ხდება

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნახევარ საქართველოს რუსეთიდან გადმორიცხული ფულით უდგას ჯერ კიდევ სული?
ozeki
25 ივნისი 2020 11:06
1
აი რუსეთის მოქალაქე ვინმე გოგრიჭიანი ცსკა-ში ითამაშებს თუ ვლადივასტოკში სულ არ მანაღვლებს!!! არ მესმის ამაზე რატომ ცდებით ჟურმალისტები. საერთოდ რით არის ეს საინტერესო ინფო???
პაატა
24 ივნისი 2020 23:28
4
თურქეთში აჯობებდა ეტამაშა.
xxx
25 ივნისი 2020 11:36
1
თუ არ არის საინტერესო რატომ აკომენტარებთ თქვენნაირები და ხდით სალაპარაკოს. გაატარეთ ნებისმიერი სტატია რომელიც არ მოგწონთ და რომ არავინ დააკომენტარებს ჟურნალისტებიც მიხვდებიან რომ არ არის აქტუალური თემა. ძალით წევთ თემას ზევით
რატომ აკომენტარებთ
25 ივნისი 2020 01:14
0
რა გიხარიათ მერე? კარგია?
zura
24 ივნისი 2020 17:10
7

სიახლეები პოპულარული